რძე კბილებს იცავს
რძე შეიცავს დიდი რაოდენობით აუცილებელ ვიტამინებსა და ცილებს.
ძირითადად ცნობილია, რომ რძე შეიცავს კალციუმსა და ცილას, თუმცა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებითაც არის სავსე.
ესენია: B12, D ვიტამინი, A ვიტამინი, რიბოფლავინი, თუთია, კალიუმი, ვიტამინი B16, თიამინი, სელენი, მაგნეზია. ყოველდღიურად 2 ჭიქა რძეს თუ დავლევთ, ჩვენი ორგანიზმი თითქმის ყველა ამ საჭირო ნივთიერებას მიიღებს. გვიცავს ინფექციებისგან და სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.
რძე შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას, რაც მატებს ენერგიას ადამიანს და ძალზე საჭიროა ბავშვებისთვის. სასარგებლოა ძვლებისთვის. თუ ბავშვი პატარაობიდან იღებს საჭირო რაოდენობით რძეს, მაშინ მას ნამდვილად ექნება მაგარი ძვლები და სიბერეში მოტეხილობებიც ნაკლებად დაემუქრება.
რძე ჯანსაღი კბილების საწინდარია. რძეში არსებული ცილა კასეინი კბილებს კარიესისგან იცავს.