ნაშუადღევს ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ
ბევრი ადამიანი, ძალიან ხშირად, ნაშუადღევს დაღლილობას უჩივის. ამ დროს ეცემა ბიორიტმი, რაც ენერგეტიკული დეპრესიის მიზეზი ხდება.
გირჩევთ, ენერგიისა და ძალის სწრაფად აღსადგენად ცოტა ხანს წაუძინოთ. ძილში ადამიანი ისვენებს, უმაღლდება შრომისუნარიანობა, უუმჯობესდება ყურადღების კონცენტრაცია.
დადასტურებულია, რომ ადამიანი ყველაზე მოთენთილი პირველი საათიდან სამ საათამდეა. სხვათა შორის, სტატისტიკურად, უბედური შემთხვევების ოცდაათი პროცენტი სწორედ ამ პერიოდში ხდება.
სულ რაღაც ოცი-ოცდახუთი წუთის თვლემაა საჭირო იმ ჰორმონების გამოსამუშავებლად, რომლებიც აძლიერებს ტვინის მოქმედებას, აღადგენს სასიცოცხლო ძალებს და ორგანიზმის საერთო ტონუსს.
ხოლო მათ, ვისაც ღამით უძილობა აწუხებს, ვურჩევთ, შეიკავონ თავი შუადღის ძილისგან, რადგან ღამის საათებში დაძინება მეტად გაუჭირდებათ.
ასევე, ძალ-ღონის აღსადგენად კარგია, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.