ყბაყურა
ყბაყურა იგივე პაროტიტი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ჯირკვლოვანი ორგანოების, განსაკუთრებით სანერწყვე ჯირკვლების დაზიანებით, შესაძლოა დაზიანდეს ნერვული სისტემაც.
ყბაყურას იწვევს ვირუსი (პარამიქსოვირუსების ჯგუფიდან). ინფექციის წყაროა მხოლოდ ავადმყოფი ბავშვი ინკუბაციური პერიოდის ბოლო 2 და დაავადების პირველი 5-7 დღე. ვირუსი გარემოში არამდგრადია და მალე იღუპება, რის გამოც მესამე პირით ან ავადმყოფის ნივთებით მისი გადაცემა არ ხდება.
ინფექციის შეჭრა ხდება პირის ღრუდან, ხახის ან ცხვირის ლორწოვანი გარსიდან, შეჭრის შემდგომ ვირუსი ჰემატოგენური (სისხლის) გზით ხვდება სანერწყვე ჯირკვლებში, განსაკუთრებით ყბაყურა ჯირკვლებში, იწვევს მათ დაზიანებას, იქ მრავლდება და ისევ ჰემატოგენური გზით გადადის სხვა ჯირკვლოვან ორგანოებში.
ყბაყურასათვის დამახასიათებელია პათომორფოლოგიური ცვლილებები სანერწყვე და სათესლე ჯირკვლებში, ასევე პანკრეასში.
პაროტიტის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 11-21 დღე გრძელდება. დაავადება იწყება შემცივნებით და ტემპერატურის მომატებით 38-39 გრადუსამდე. მეორე-მესამე დღეს სივდება ყბაყურა ჯირკვალი ერთ მხარეს ან ორივე მხარეს ერთდროულად. ხშირად იწყება ცალ მხარეს და შემდეგ გადადის მეორე მხარეზე. ზოგჯერ ყბისქვეშა ან ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლებშიც ვითარდება ანთებითი პროცესი. ჯირკვლის ზედაპირული კანი მკრთალი ფერისაა. გადიდებული ყბაყურა ჯირკვალი აწვება ყურის ნიჟარას და სწევს წინ, შუპდება ყბის უკანა ფოსო, წაშლილია ყბაკისრის კუთხე და ბავშვის სახე გოჭს ემსგავსება. შესაძლოა ავადმყოფს ქონდეს ტკივილი ყლაპვის დროს, ღებინება, ტკივილი მუცელში. რამოდენიმე (2-4) დღეში შესივებული ჯირკვალი ცხრება, ტემპერატურა ნორმას უბრუნდება და საერთო მდგომარეობა უმჯობესდება.
პაროტიტი ტიპიურ შემთხვევებში ყოველთვის მიმდინარეობს ყბაყურა ჯირკვლის დაზიანებით, თუმცა, შესაძლოა ის მიმდინარეობდე ატიპურადაც ანუ ყბაყურა ჯირკვლის დაზიანების გარეშეც.
პაროტიტი კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით იყოფა რამოდენიმე ფორმად :
- მსუბუქი – სხეულის ტემპერატურა არ ღემატება 38 გრადუსს, ყბაყურა ჯირკვალი სწრაფად ცხრება და ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;
- საშუალო სიმძიმის – ტემპერატურა არის 39-40 გრადუსამდე, ავადმყოფს უჭირს ყლაპვა, სტკივა თავი და მუცელი, აღენიშნება ღებინება. ყბაყურა ჯირკვალი საკმაოდ არის შეშუპებული;
- მძიმე ფორმა – ამ დროს აღინიშნება იგივე სიმპტომები რაც საშუალო სიმძიმის პაროტიტის დროს, დამატებით ადგილი აქვს სხვა ჯირკვლოვანი ორგანოების (სათესლე ჯირკვლების, საკვერცხეების, პანკრეასის) და ნერვული სისტემის დაზიანებას. მძიმე ფორმის დროს არსებული გართულებები საკმაოდ სერიოზულია და არასასურველ შედეგებს იწვევს, მაგალითად ორმხრივი ორქიტის (სათესლე ჯირკვლების ანთება) შემთხვევაში ვითარდება უშვილობა, პანკრეატიტის შემდგომ კი – დიაბეტი.
ყბაყურას დიაგნოზი ემყარება კლინიკურ გამოვლინებებს:
მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ასაკის, დაავადების სიმძიმის და გართულებების გათვალისწინებით დანიშნავს მკურნალობას.
იმისთვის, რომ არ განუვითარდეს ბავშვს ყბაყურა, საჭიროა პრიფილაქტიკა, რომელიც ემყარება დროულ იმუნიზაციას (ბავშვებს 15-18 თვის ასაკში უტარდებათ აქტიური იმუნიზაცია) და იზოლაციას.