ეი-ბი-სი, მედიკამენტები

პკ-მერცი / PK-MERZ

პკ-მერცი / PK-MERZპკ-მერცი / PK-MERZ – AMANTADINE
MERZ PHARMA, გერმანია. კლასიფიკაციის კოდი N04BB01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბ. ამანტადინის სულფატი … 100 მგ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი). შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას. ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს Ca2+ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას.აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით,substancia nigra-ს ნეირონებში უზრუნველყოფსდოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებასდაcorpus striatum-ში აღადგენს აგზნებისადა შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას.

ჩვენებები
გამოიყენება პარკინსონის დაავადებისა და სხვადასხვა ეტიოლოგიის პარკინსონიზმის დროს. პრეპარატი ეფექტურია პარკინსონიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომთა ტრიადის სამკურნალოდ (ძირითადად რიგიდული და აკინეტიკური ფორმების დროს, ნაკლებად მოქმედებს ჰიპერკინეტიკურ სინდრომზე ტრემორზე).
სტერეოტაქსიური ოპერაციების შემდეგ განვითარებული ტკივილები და ნარჩენი სიმპტომები.

დოზირების რეჟიმი
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

მკურნალობა იწყება შემდეგნაირად: პირველი სამი დღე 1 ტაბლეტი დღეში, მომდევნო დღეებში დოზა იზრდება და შეადგენს 2 ტაბლეტს დღეში. შესაძლებელია დოზის შემდგომი გაზრდა კვირაში 1 ტაბლეტით. პარკინსონიზმის კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდაშეირჩეს ინდივიდუალურად. უკანასკნელი დოზის მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, ვახშმამდე.
ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირით და დელირით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.

გვერდითი მოვლენები
მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა. იშვიათად- მოტორული ან ფსიქიკური აგზნება. შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში. გულის უკმარისობა. არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. ძალიან იშვიათად- ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYCAმიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II-III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ანQT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.

შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი. ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

განსაკუთრებული მითითებები: – არ შეიძლება პკმერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტებიპკ-მერცის მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება. პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ეგზოგენური ფსიქოზი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.