ავიტა, მედიკამენტები

დერმაკომბინი/Dermacombin

დერმაკომბინი/Dermacombin – საერთაშორისო დასახელება:
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – კომბინირებული კრემი გარეგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა: 1 გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნეომიცინი 2, 50 მგ
ტრიამცინოლონის აცეტონიდი 1, 00 მგ
გრამიციდინი0, 25 მგ
ნისტატინი 100, 000 u

დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი; თხევადი პარაფინი; კეტომაკროგოლური ცვილი; ლიმონმჟავა; ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი; პროპილენგლიკოლი; ეთილის სპირტი; მეთილის პარაბენზოატი; პროპილის პარაბენზოატი; არომატიზატორი; გასუფთავებული წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დერმაკომბინის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები განაპირობებენ პრეპარატის ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ მოქმედებას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ანთებითი სოკოვანი ინფექციების, როგორიცაა Candida (Monilia)და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
ვირუსული ინფექციები (ჰერპესი ან ჩუტყვავილა),
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ასევე არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე:

  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
  • იმუნური სისტემის ფუნქციური დარღვევების ან დიაბეტის დროს
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში

სიფრთხილის ზომები:
პრეპარატიარ გამოიყენება სხეულის ზედაპირის ფართო მონაკვეთზე ან ღია ჭრილობების შემთხვევაში. არ შეიძლება მისი თვალთან კონტაქტი. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა თვალის დაუყოვნებლივ ჩამობანა წყლით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების დროს, ამასთან ეს პროცესი უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:
კანის გაწითლება, კანის ქავილი და სიმხურვალის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, კანის სიმშრალე და გამონაყარი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ქრება პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ მოკლე დროის მანძილზე. შემაწუხებელი და ხანგრძლივი ხასიათის გვერდითი მოვლენების შემთხვევაში ავადმყოფმა უნდა მიმართოს ექიმს.

დოზირება:
დოზირება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება, უნდა ეცნობოს ექიმს. პრეპარატი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მკაცრი დანიშნულების გარეშე. არ არის რეკომენდებული ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი, მჭიდრო სახვევები და სინთეზური მასალისგან დამზადებული საცვლები.

განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დაუშვებელია მისი კონტაქტი თვალთან და ლორწოვან გარსებთან (მაგ: პირის და ცხვირის)

გამოყენების წესი:
პრეპარატი ისმება დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად და შეიზილება ფრთხილად.
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა:
კრემი 15გ ალუმინის ტუბში

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით
მწარმოებელი:Taro Pharmaceutical Industries Ltd,Taro Pharmaceutical Industries Ltd, P.O.B 10347 Haifa Bay 26110.