ორსულობა და მადის უცნაურობანი
ორსულებს ხშირად შეამჩნევთ უცნაურ ჟინიანობას, მაგალითად უნდათ ან არ უნდათ ესა თუ ის საკვები – ხორცი, რძე, და ა.შ. ზოგჯერ კი მჟავე და მლაშე კერძებს ეტანებიან. ეს მათთვის სრულიად ბუნებრივია.
პირველ ტრიმესტრში ორსულებს შეუძლიათ მიირთვან ორაგული, სკუმბრია, უმარილო ან ოდნავ მარილიანი ქაშაყი. თევზის ხორცი შეიცავს კომპლექსს ომეგა – 3-ს, რომელიც ხელს უშლის თრომბოფლემიტის განვითარებას.
მოერიდეთ შებოლილ პროდუქტს, ხოლო მარილიანი საკვები თუ ბევრს მიირთმევთ, შეიძლება შეშუპების მიზეზად გექცეთ.
მჟავე ხილიდან სასარგებლოა კივი, ანტონოვკის ვაშლის ჯიში.ზოგჯერ ორსულებს მადის გაუკუღმართება აღენიშნებათ – ქაღალდს, კირს, მიწას, ცარცს ეტანებიან. ასეთ დროს ექიმის კონსულტაციაა საჭირო – ორგანიზმი იმ ნივთიერებებს გთხოვთ, რომლებიც აკლია.
ამ დანაკლისის შესავსებად კი დიეტასა და მკურნალობაში ცვლილებების შეტანა მოგიწევთ. თუ ცარცს მადიანად მიირთმევთ, ჩანს კალციუმი გაკლიათ, ეს იმიტომ რომ თქვენი პაწია თავისი ძვლების ასაშენებლად თქვენს მარაგს იყენებს. ასეთ შემთხვევაში მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები: ხაჭო, რძე, თევზი.