ორსულობიდან მშობიარობამდე
მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სამედიცინო მომსახურება ძნელად ხელმისაწვდომია.
დღეისთვის არსებობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები და ამ პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათები.
არსებობს გარკვეული შეღავათები ორსული ქალებისთვისაც, კერძოდ ორსულთა ზედამხედველობა, რომელიც მოიცავს 4 ვიზიტს ორსულობის პერიოდში და ამ ვიზიტებისას შემდეგ მომსახურებას:
I ვიზიტი – ტარდება მე-13 კვირამდე და მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- ვასერმანის რეაქცია;
- აივ ანტისხეულების განსაზღვრა;
- სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
- საშოს ნაცხის ანალიზი.
II ვიზიტი – ტარდება ორსულობის 20-22 კვირაზე და მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- ექოსკოპია.
III ვიზიტი – ტარდება ორსულობის 30-32 კვირაზე და მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა;
- სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.
IV ვიზიტი – ტარდება ორსულობის 36-ე კვირაზე და მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საშუალებით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ისარგებლოთ ორსულთათვის გათვალისწინებული შეღავათებით.