დიეტა

ორგანიზმისთვის სასარგებლო დიეტა

ორგანიზმისთვის სასარგებლო დიეტაფორმაში რომ იყოთ, დაიცავით შემდეგი წესები:
* მეტი იმოძრავეთ – როდესაც თავისუფალი წუთები გექნებათ, თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ: რამდენიმე მარტივი სავარჯიშო გააკეთეთ, იხ­ტუნავეთ სახტუნაოთი ან იცეკვეთ. თუ სიზარმაცემ შეგიპყროთ, შეებრძოლეთ მას. იყოლიეთ ძაღლი. როცა მას ჰაერზე გასეირნება მოუნდება, კამათს ვერ დაუწყებთ – გინდათ თუ არა, მოგიწევთ სუფთა ჰაერზე გასვლა. თუ ძაღლთან ერთად 15 წუთს გაისეირნებთ, 60 კალორია ისე გაქრება, ვითომ არც ყოფილა.

* მიირთვით ხშირად და ცოტ-ცოტა – ნუ დაგავიწყდებათ კალორიების დღიური ნორმა. ასე აარიდებთ თავს ზედმეტ კილოგრამებს. თანაც კვების რეჟიმის ეს ფორმა მთელი დღის განმავლობაში ენერგიასაც შეგინარჩუნებთ.

* შეამცირეთ ცხიმები – დღის განმავლობაში ქალმა, საშუალოდ, 75 გრამზე მეტი ცხიმი არ უნდა მიიღოს. ამიტომ საკვებ რაციონში ცხიმების რაოდენობა შეამცირეთ. აუცილებლად წაიკითხეთ საკვები პროდუქტის ეტიკეტზე ცხიმების შემცველობა. ქათამს, ხორცს კი ცხიმი მოაშორეთ და ისე მიირთვით. იოგურტიც კი უცხიმო ჭამეთ.

* წაიხემსეთ – ზოგიერთს მიაჩნია, რომ დღის განმავლობაში გაჩენილ შიმშილის გრძნობას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. არ დაიჯეროთ! ამ დროს ორგანიზმი დაცვის რეჟიმზე გადადის და ენერგიას ინახავს ანუ ცხიმს აგროვებს. თუ მოგშივდებათ, რომელიმე ხილი მიირთვით, ოღონდ სადილამდე ორი საათით ადრე ან სადილობიდან ერთი საათის შემდეგ.

* ზომიერებას ნუ დაივიწყებთ – ჭამის დროს ბევრ წყალს ნუ დალევთ. წყალი კუჭის წვენს ათხელებს და საჭმლის მონელების პროცესს ანელებს. ყველაზე კარგი იქნება, თუ გაზგასულ მინერალურ წყალს მიირთმევთ მაგიდასთან დაჯდომამდე ნახევარი საათით ადრე, ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

* მოუსმინეთ საკუთარ თავს – თუ საკუთარი ორგანიზმის ენა არ გეცოდინებათ, ვერ ჩასწვდებით მის რეაქციებს და ვერ გაიგებთ, თქვენი კარგად ყოფნისთვის როდის რა უნდა მიირთვათ. თუ გინდათ, მიხვდეთ, რომელი პროდუქტის ჭამაა თქვენთვის უფრო სასარგებლო, ყველაფერი ცალ-ცალკე მოამზადეთ. მაგალითად, შეწვით ვაშლი, მიირთვით და დაელოდეთ, თუ როგორ იგრძნობთ თავს.

* იკვებეთ მრავალფეროვნად – ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ცილები, ცხიმები და ნახ­შირწყლები. არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ თქვენ მოგიწევთ იმაზე იზრუნოთ, რომ რაციონი არ იყოს ერთგვაროვანი. დღეს ქათამი მოამზადეთ, ხვალ – თევზი, ზეგ – ხბოს ხორცი, მერე ფაფის დღე გამოაცხადეთ ან მხოლოდ ბოსტნეული მიირთვით.

* შეაფასეთ საკვების გემო – ისწავლეთ საკვებით ტკბობა. კარგად დაღეჭეთ თითოეული ლუკმა. იგრძენით ყველა პროდუქტის გემო და არომატი. ერთი საკვების მირთმევის შემდეგ, შეისვენეთ და მეორის ჭამას ისე შეუდექით. მისდიეთ პრინციპს: ჯობს ცოტა, მაგრამ ხარისხიანი.

უარი უნდა თქვათ „ცარიელ“ კალორიებზე. ალკოჰოლსა და ტკბილეულში დიდი რაოდენობით ცხიმები და შაქარია, თუმცა ბევრ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომაც არის „ცარიელი“ კალორიების მომწოდებელი.