დიეტა

მარწყვის დიეტა

მარწყვის დიეტაარწყვი მდიდარია ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებით და მინერალებით, ფოლიუმის მჟავათი, С ვიტამინის წყალობით (100 გ მარწყვი შეიცავს 100 მგ C ვიტამინს) დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაღლებს იმუნიტეტს.

გარდა იმისა, რომ მარწყვი საუკეთესო ანტისეპტიკია (ამცირებს პირის ღრუს ანთების რისკს), ანტიდეპრესანტიცაა. საკმარისია 150 გ კენკრა მიირთვათ და გუნება გამოგიკეთდებათ; ამასთან, დაბალკალორიულიცაა. თუ გსურთ წონაში დაიკლოთ, მიირთვით უშაქრო მარწყვი კეფირით.
სხვათა შორის, მარწყვი არ არის სასურველი ფეხმძიმეებისა და ალერგიისადმი მიდრეკილთათვის.

გთავაზობთ  მარწყვის 4-დღიან დიეტას (დაიკლებთ 2,5კგ-ს):

I დღე

პირველი საუზმე: ნატურალური იოგურტით შეკაზმული მარწყვის, ვაშლის და 1/2 ბანანის სალათა.
მეორე საუზმე: მარწყვის რძე (მიქსერით ათქვიფეთ 100 გ მარწყვი, დაუმატეთ 100 მლ რძე, 50 მლ უგაზო მინერალური წყალი).
სადილი: სატაცურის, მარწყვის, კიტრის, ლიმონის წვენმოსხმული შემწვარი ქათმის თეთრი ხორცის სალათა.
სამხარი: მარწყვის იოგურტი (150 გ მარწყვი, 75 გ მაწონი და 1 ჩ/კ თაფლი).
ვახშამი: იოგურტით შეკაზმული მოხარშული კარტოფილის, ხახვის, ნიახურის, მარწყვის, 50 გ უცხიმო ხაჭოს სალათა.

II დღე

პირველი საუზმე: 2 ნაჭერ ორცხობილას წაუსვით 50 გ ცხიმიანი ხაჭო, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი მარწყვი.
მეორე საუზმე: 150 გ მარწყვის, 50 გ იოგურტის და 100 მლ უშაქრო ანანასის წვენის კოქტეილი.
სადილი: 2 მაჭკატის (ბლინურა), მარწყვისა და 100 გ ვაშლის პიურე.
სამხარი: მარწყვიანი მაწონი (150 გ მარწყვი, 150 გ მაწონი და 1ჩ/კ თაფლი).
ვახშამი: იოგურტითა და 2ს/კ ლიმონის წვენით შეკაზმული თავხვეული სალათის, ტკბილი ყვითელი წიწაკის, პომიდვრის, 100 გ მარწყვის სალათა, 2 ნაჭერი ორცხობილა.

III დღე

პირველი საუზმე: მარწყვის პიურე, ტკბილი მაწონი და 1ს/კ ვაშლის წვენი, 100 გ ხაჭო, 1/2 ბანანი.
მეორე საუზმე: მარწყვის კეფირი (100 გ მარწყვი, 150 მლ უცხიმო კეფირი და 1ჩ/კ თაფლი).
სადილი: ზეითუნის ზეთით შეკაზმული ნესვის, მარწყვის, ხბოს ან ღორის ხორცის სალათა.
სამხარი: მარწყვის, 150 მლ ფორთოხლის წვენისა და 1ჩ/კ თაფლის სალათა.
ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ და გამომშრალი პური.

IV დღე

პირველი საუზმე: 2 ც ორცხობილა, 2 ნაჭერი ყველი, მარწყვი.
მეორე საუზმე: მაწვნითა და თაფლით შეკაზმული მარწყვის, ვაშლის, ფორთოხლის სალათა.
სადილი: მოხარშული ვირთევზა და ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით შეკაზმული სალათის ფოთლების, მარწყვის, მწვანე ხახვის სალათა.
სამხარი: 300 გ მარწყვს დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და 1ჩ/კ თაფლიანი წყალი.
ვახშამი: იოგურტით შეკაზმული მარწყვის, 50 გ ხაჭოს, სტაფილოს, ნიახურის, ტკბილი წიწაკის სალათა.