დიეტა

ორგანიზმის გამწმენდი დიეტა

ორგანიზმის გამწმენდი დიეტაამ დიეტას წონაში დაკლების გარდა, კიდევ სამი ფუნქცია აქვს: წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გემრიელიცაა. საკვების მირთმევის დროს მისი სასიამოვნო გემო ქმნის კომფორტს, რაც ორგანიზმს მთლიანად დადებითად მუხტავს და გასახდომად „მშვიდობიანად“ განაწყობს.

ახლა გაზაფხულია და ყველამ იცის, რომ პროდუქტების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში ვიტამინების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივიღოთ რძის ნაწარმი (ცილები და კალციუმი), ცოცხალი ხილი, უმჯობესია ეგზოტიკური (უჯრედისი და ვიტამინები), მარცვლეული, (ნახშირწყლები და B ჯგუფის ვიტამინები, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქალის სილამაზე) თუ ვერ ძლებთ ყავის ან ჩაის გარეშე, ყავა უნდა მიირთვათ მხოლოდ ნალექიანი და აუცილებლად ახლად მოხარშული, ჩაი კი – მხოლოდ მწვანე, პიტნით ან ჟასმინით.

გამწმენდ დიეტაში მთლიანად უნდა გამორიცხოთ: შაქარი, ხორცეული, კარაქი, არაჟანი, მაგარი, ცხიმიანი და მარილიანი ყველი, შედედებული რძე, ნახევარფაბრიკატები, თეთრი პური, კვერცხი, ბრინჯი, მანანის ბურღული, შოკოლადი. სამაგიეროდ, თითოეული ულუფა დადგენილ ნორმაზე (250-300 გრამი) 100-150 გრამით მეტი უნდა მიირთვათ.

თუ არ გაქვთ დრო, რომ პროდუქტი დაჭრათ, შეგიძლიათ, ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ათქვიფოთ.
თუ ყველაფერს ზუსტად დაიცავთ, პირველ შედეგს ერთი კურსის შემდეგ დაინახავთ, მაგრამ, ცხადია, არ უნდა შეჩერდეთ.

ორგანიზმის გამწმენდი დიეტაპირველი დღე

  • საუზმე (9-10 საათი): 2 ცალი კივი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური იოგურტი (უშაქრო) ან მაწონი, 1 სადილის კოვზი გაღივებული ხორბალი, 6 ცალი ნიგვზის ლებანი ან ნუში ათქვიფეთ ბლენდერში და მიირთვით, დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა მწვანე ჩაი (გაურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი).
  • სადილი (15-16 საათი): უცხიმოდ მომზადებული ბოსტნეულის სუპი, 2 ნაჭერი „ხლებცი“ ან ცეხვილი შავი პური.
  • ვახშამი (19-20 საათი): ცოცხალი ხილის სალათა.
  • შუალედებში შეგიძლიათ მიირთვათ ყავა, ჩაი, ნებისმიერი ხილი, გაზგასული მინერალური წყალი.

მეორე დღე

  • საუზმე – 3 სადილის კოვზ „ჰერკულესს“ დაასხით მდუღარე წყალი (რომ დაიფაროს) და გააჩერეთ 15 წუთი. გათალეთ 1 ცალი მოზრდილი მწვანე ვაშლი და წვრილად დაჭერით (ან მსხვილ სახეხზე გახეხეთ), ასევე, წვრილად დაჭერით ორი სადილის კოვზი შავი ქლიავის ჩირი და შეურიეთ დამბალ „ჰერკულესს“; დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი, კეფირი ან იოგურტი (ხილის, შაქრისა და სხვა მინარევების გარეშე);
  • სადილი – უცხიმოდ მომზადებული მჟაუნის წვნიანი, 2 ნაჭერი შავი პური;
  • ვახშამი – ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, სახელდახელოდ მოხარშული ხილის უშაქრო კომპოტი;
  • შუალედებში – იგივე.

მესამე დღე

  • საუზმე –1 ცალი დიდი სტაფილო გახეხეთ, წვრილად დაჭერით 50-50 გრამი ვაშლისა და შავი ქლიავის ჩირი. ამ ყველაფერს შეურიეთ 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 სადილის კოვზი გაღივებული (დამბალი) ხორბალი და 1 ჩაის კოვზი სელის თესლი. დააყოლეთ გვირილის, სალბის ან პიტნის ჩაი, 1 ნაჭერი ლიმონი;
  • სადილი – კიტრისა და პომიდვრის სალათა ხახვითა და მწვანილით, 2 ნაჭერი შავი პური;
  • ვახშამი – 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან კეფირი, ხილი;
  • შუალედებში – იგივე.

მეოთხე დღე

  • საუზმე – 2-3 ნაჭერი „ხლებცის“ დაადეთ უმარილო და ერბომოხდილი იმერული ყველის ნაჭრები. ზემოდან ბლომად მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ყველანაირი მწვანილი და მწვანე ხახვი. დააყოლეთ ლიმონიანი მწვანე ჩაი (შეგიძლიათ, ჩაუმატოთ 1 ჩაის კოვზი მთის ნატურალური თაფლი);
  • სადილი – უცხიმოდ მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი, 2 ნაჭერი შავი პური. დააყოლეთ ახალგამოწურული ხილის წვენი ან უშაქრო ყავა;
  • ვახშამი – 1 ჩაის ჭიქა მაწონში აზილეთ 100 გრამი უცხიმო ხაჭო. დააყოლეთ პიტნის ჩაი ლიმონის წვენით;
  • შუალედებში – იგივე.

მეხუთე დღე

  • საუზმე – 1 ცალი მოზრდილი ბანანი, 2 სადილის კოვზი დამბალი „ჰერკულესი“, 2-3 ცალი კივი, 2 ჩაის ჭიქა მაწონი და 1 სადილის კოვზი გაღივებული (დამბალი) ხორბალი ათქვიფეთ ბლენდერში. დააყოლეთ ასკილის ან მწვანე ჩაი;
  • სადილი – უცხიმოდ მომზადებული, კარგად მოხარშული წიწიბურა. 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური;
  • ვახშამი – 150 გრამი უცხიმო ხაჭო, ცოცხალი ხილის სალათა;
  • შუალედებში – იგივე.

დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრამდე სითხე ნებისმიერი სახის.