დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტი

მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტიდიფუზური გლომერულონეფრიტი თირკმლის ანთებითი დაზიანებაა, რომლის დროს პროცესი უპირატესად გორგლებშია და ატარებს ალერგიულ-აუტოიმუნურ ხასიათს.

იგი მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად, ახასიათებს გამწვავება-რემისიები, თუმცა შესაძლოა ფარულადაც მიმდინარეობდეს.

მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტი ძირითადად ახალგაზრდა ასაკის დაავადებაა და უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება. მისი გამომწვევია უპირატესად სტრეპტოკოკი.

ინფექციის კარიბჭეს წარმოადგენს ხახის რგოლი, ამიტომ მწვავე გლომერულონეფრიტი ხშირად ჩნდება ანგინის, ქუნთრუშის, ფარინგიტის, ლარინგიტის, ტრაქეიტის გავლიდან 7-20 დღის შემდეგ. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია გაციება.

მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტი ხასიათდება სამი ძირითადი კლინიკური სიმპტომით:

  1. შეშუპების განვითარება – იგი ადრეული ნიშანია. შეშუპება უფრო მეტად სახეზე ჩნდება და ფერმკრთალობასთან ერთად დამახასიათებელ “ნეფრიტიანის სახეს” ქმნის. შეშუპება ზოგჯერ დიდია ანასდარკამდეც;
  2. არტერიული ჰიპერტენზია;

შარდის მხრივ განვითარებული მოვლენები:

  • ოლიგურია (თირკმლებში შარდის გამოყოფის შემცირება);
  • ჰიპერსთენურია – ზოგჯერ შარდს “ხორცის ნახარშის” შესახედაობა აქვს;
  • პროტეინურია (ცილის არსებობა შარდში);
  • ჰემატურია (სისხლის არსებობა შარდში).

მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტის დროს ამ სამეულს ემატება :

  • თავის ტკივილი;
  • ქოშინი;
  • უძლურება;
  • სისუსტე;
  • ტკივილი წელის არეში.

მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტი შესაძლოა გართულდეს:

  • ენცეფალოპათიით (თავის ტვინის ანთებითი ხასიათის დავაადება);
  • ანურიით (თირკმლის მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა);
  • გულის მწვავე უკმარისობით;
  • ფილტვის შეშუპებით;
  • პნევმონიით.

მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტის დიაგნოზისთვის გამოიყენება:

  • ანამნეზი;
  • შარდის გამოკვლევა;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მწვავე გლომერულონეფრიტის სამკურნალოდ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რათა დროულად იმკურნალოთ და თავიდან აიცილოთ არასასურველი გართულებები.