დაავადებები, ინფექციური დაავადებები

B ჰეპატიტი

B ჰეპატიტიჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია A, B, C ჰეპატიტები.

B ჰეპატიტი  მსოფლიოში კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისუმნიშვნელოვანეს პრობლემად.

ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში B ჰეპატიტის ვირუსით  350  მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მას ახასიათებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მიმდინარეობა.

B  ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:

  • ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტით (გადაცემის ძირითადი გზა) – სისხლის გადასხმით, ნარკოტიკების ინექციური მოხმარების დროს საზიარო საინექციო ინსტრუმენტების გამოყენებით, სტომატოლოგიური, ქირურგიული მანიპულაციების დროს;
  • დაუცველი სქესობრივი კავშირით;
  • ვერტიკალურად (დედიდან შვილზე).

აღსანიშნავია, რომ   B ჰეპატიტი 100-ჯერ უფრო გადამდებია ვიდრე შიდსი.  B ჰეპატიტი შემთხვევათა 85-90%-ში სრული განკურნებით მთავრდება და მხოლოდ 10-15%-ში იძენს ქრონიკულ მიმდინარეობას.ჰეპატიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ:

  • ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს;
  • შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის მქონე პირებს;
  • სისხლის რეციპიენტებს − პაციენტები, რომელთაც უტარდებათ სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა;
  • პირები, რომელთაც უტარდებათ მანიპულაცია არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით (მაგ.: სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური და ა.შ.);
  • პირები, რომლებიც იკეთებენ ტატუირებას ან პირსინგს არასტერილური ინსტრუმენტებით;
  • ახალშობილები, რომელთა დედებიც ინფიცირებულნი არიან;
  • სამედიცინო პერსონალი.

B  ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:

  • სიყვითლე;
  • სახსრების ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • უმადობა;
  • სხეულის ტემპერატ. მომატება;
  • ფაღარათი;
  • შარდის გამუქება;
  • გულისრევა, ღებინება;
  • განავლის გაუფერულება;
  • მუცლის ტკივილი.

აღნიშნული სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით გამოვლინდეს ან შეიძლება დაავადება საერთოდ უსიმპტომოდ, ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს. ჰეპატიტებს ახასიათებთ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული (გახანგრძლივებული) მიმდინარეობა.

არსებობს B  ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა, რომელიც  სწორად გამოყენების შემთხვევაში B ჰეპატიტის პროფილაქტიკის სრულ გარანტიას იძლევა.

B  ჰეპატიტის   დროს აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია, რათა მოხდეს სასწრაფოდ მკურნალობის ჩატარება და ამევე დროს დაიცვათ სხვები ინფიცირებისაგან.