სასარგებლო რჩევები

მოძრაობა – ჯანმრთელობაა!..

მოძრაობა – ჯანმრთელობაა!..
https://lh4.googleusercontent.com/-celInxd9i3s/TzENzcut-VI/AAAAAAAABf0/3yjkVSKOeCo/s374/1275319098_man_on_bike_fast_racing.jpgველოსიპედი ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის დაწვასა და ცელულიტის მოშორებაში. საკმარისია ყოველდღე 45 წუთი ატრიალოთ პედლები, რომ თქვენი აღნაგობა უნაკლო გახდეს.
ველოსიპედი ელასტიკურს ხდის ხელ-ფეხის კუნთებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ველოსიპედით სეირნობა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ვარიკოზისადმი მიდრეკილება აქვს, რადგან პედლების წრიული მოძრაობის დროს ვენებში სისხლი ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობს.
ცურვის დროს ყველა კუნთი ვარჯიშობს და აღნაგობაც იხვეწება; ცურვა ორგანიზმს ხდის ამტანს, ხსნის სტრესს, ხელს უწყობს ძილს. სკოლიოზი და ბრტყელტერფიანობა არ ემუქრება როგორც სკოლამდელებს, ასევე მოზარდებს, ფართოვდება ფილტვები, რაც ასე მნიშვნელოვანია პატარების მზარდი ორგანიზმისთვის.
ფეხით სიარულის დროს გაძლიერებულად მუშაობს მუცლის პრესი, ფეხებისა და გულმკერდის კუნთები, ხელების სახსრები. სისხლძარღვები, ჟანგბადით მარაგდება ფილტვები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურად იკუმშება და იშლება გულის კუნთები;
ენერგიული სიარული საუკეთესოა ღვიძლისთვის, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა. დაბოლოს, ფეხით სიარული ეხმარება ადამიანს უწამლოდ და უდიეტოდ წონაში დაკლებაში.
გორგოლაჭები ავითარებს მოძრაობის კოორდინაციას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, ამაგრებს ფეხებისა და ზურგის კუნთებს.