ჯანმრთელი კვება

კუნელი – პური გულისათვის

კუნელი – პური გულისათვისკუნელს მისი სასარგებლო თვისებების გამო უწოდებენ “პურს გულისთვის”.

ის გულის კუნთს ამაგრებს, სისხლის წნევას დაბლა სწევს, ძალას მატებს, არითმიის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, ჰიპერტონიის დროს ეხმარება, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

კუნელის ყვავილების, კენკრის და ფოთლების ჩაი ყოველდღიურად სვით და თქვენი გული მადლიერი დაგრჩებათ. კენკრა ასევე სტრესის დაძლევას ეხმარება.

მოამზადეთ კენკრისა და მისი გამხმარი ყვავილიანი ყლორტების ნარევი:

1–2 ჩაის კოვზ ნარევს 1 ფინჯანი ადუღებული წყალი დაასხით, 10 წუთი გააჩერეთ და დღეში 2–3 ფინჯანი დალიეთ.

გულისთვის ასევე სასარგებლოა ყვავტყემალის კენკრა. ის კაპილარებს ამაგრებს, ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს, სისხლის შედედებას აქვეითებს, სისხლძარღვების სპაზმებს ხსნის, გულის კუნთს ამაგრებს. კენკრა შეიცავს ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, ზ, ს, ი ვიტამინებს, კაროტინსა და მიკროელემენტებს.