ჯანმრთელი კვება

ჩურჩხელა ჯანსაღი და სასარგებლო ნუგბარი

ჩურჩხელა შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდესჩურჩხელა მიუხედავად მისი კალორიულობისა, ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო ნუგბარია: 

ჩურჩხელის მომზადებისთვის საჭირო თათარა მდიდარია კალიუმით და გულის კუნთის მუშაობას უწყობს ხელს. ასევე ყურძნის წვენისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალია.

მეორე პროდუქტი, რომელსაც ჩურჩხელისთვის  ვიყენებთ – ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები, ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. ნიგოზი ორგანიზმს უნარჩუნებს ენერგეტიკულ ბალანსს და ვიტამინებით ავსებს.  ის დადებითად მოქმედებს ძვლის ტვინსა და ელენთაზე.   

ასე, რომ ჩურჩხელა გარდა იმისა, რომ გემრიელი და  ბევრისთვის საყვარელი ნუგბარია, ასევე სასარგებლო და ჯანსაღი საკვებია.

ამასთან, ქართული ტრადიციული ჩურჩხელა, როგორც ჯანსაღი საკვები, შესაძლოა მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოდური და მოთხოვნადი პროდუქტი გახდეს.

ვებგვერდი east fruitს  ინფორმაციით, ჩურჩხელა შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს. 

როგორც east fruit-სთან საუბრისას Fao-ს წარმომადგენელმა ანდრეი იარმაკმა განაცხადა, ქართული ტრადიციული ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს და გარკვეული ძალისხმევით, შეიძლება ის მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი საკვები გახდეს. 

იარმარკის შეფასებით, ქართული ჩურჩხელა სრულიად შეესაბამება ჯანსაღი საკვების კონცეფციას, მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან, ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე და ის ასევე თავისი ბუნებრივი ფორმით,  ენერგეტიკული პროდუქტიცაა.

როგორც Fao-ს წარმომადგენელმა  განაცხადა, ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და მისი სწორად პოპულარიზაცია, პროდუქტს აუცილებლად გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადს. მისივე თქმით, ჩურჩხელა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ძვირადღირებული სუპერმაკეტების ქსელებისთვის. ასევე,  ადრეი იარმარკმა ჩურჩხელას მწარმოებლებს პროდუქტის სხვადასხვა სახის შიგთავსით დამზადება ურჩია. მისი შეფასებით, მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაყიდვებზე დადებითად აისახება.