დიეტა

წიწიბურას მარტივი დიეტა

წიწიბურას მარტივი დიეტაწიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია 1 კვირაში 5-დან 10 კილოგრამამდე დაკლება.

საღამოს მოხარშეთ 1 ან 2 ჭ წიწიბურა 3-5 ჭ წყალში (უმარილო და უშაქრო). გაღვიძებისთანავე უზმოზე აუცილებელია დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურას პირველი წილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის წვენი (გოგრის, სტაფილოს, ტომატის); საუზმეზე – მეორე წილი; ვახშამზე – მესამე.

შუალედებში აუცილებელია 2 ლიტრამდე სითხის (უგაზო, უშაქრო, უმარილო) მიღება.

დიეტის ხანგრძლივობა 7 დღეა.

ამ დიეტის გამეორება მხოლოდ 2 თვის შემდეგ არის შესაძლებელი. დიეტის დასრულების შემდეგ, სურვილისამებრ შეგიძლიათ დილაობით ისევ წიწიბურა მიირთვათ. წონის შესანარჩუნებლად შეზღუდეთ ტკბილეული და მარილიანი საკვები.

დაიწყეთ დილა ლიმონის წვენით

ფიზიკურ ვარჯიშებთან და სწორად შერჩეულ კვების რაციონთან ერთად ლიმონის წვენი დაგეხმარებათ მოკლე ვადაში დაიკლოთ წონაში.

სხვათა შორის, თუ ლიმონის კანსაც მიირთმევთ, მაშინ შესაძლებელია 4 საათის განმავლობაშიც კი ჩაიხშოთ შიმშილის გრძნობა: ნივთიერება, რომელიც ლიმონის ქერქშია, კუჭში მოხვედრისთანავე გადაიქცევა ბლანტ სითხედ და ეკვრის ნაწლავის კედლებს, რაც იწვევს ორგანიზმის “მოტყუებას” და შიმშილის გრძნობის შესუსტებას.

ამავე დროს, ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს სჭირდება როგორც იმუნიტეტის ასამაღლებლად, ასევე – სახის კანის ჯანსაღი ფერის შესანარჩუნებლადაც.