ეი-ბი-სი, მედიკამენტები

კუპლატონი / CUPLATON

კუპლატონი / CUPLATON
DIMETHICONE
ORION CORPORATION, ფინეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A03AX13
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები:ფლაკონში 30 მლ. 1მლ = 35 წვეთი.
1 მლ.
დიმეთიკონი. . . . . . . 300 მგ

დამხმარე ნივთიერებები
მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, გასუფთავებული წყალი, გლიცეროლის მონოსტეარატი, პოლიოქსიეთილენის 100 სტეარატი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი და დამხმარე სადიაგნოსტიკო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიმეთიკონი წარმოადგენს ზედაპირულად აქტიურ პოლისილოქსანს. იგი ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას, რისი მეშვეობითაც აიროვანი ბუშტუკები ერთიანდებიან და წარმოქმნიან უფრო მსხვილ ნაერთებს, რაც ხელს უწყობს აირების გამოყოფას. შიგნით მიღებისას დიმეთიკონი ამცირებს სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეულ მეტეორიზმს (ჰაერის შთანთქმა, ფერმენტაცია); ამცირებს მუცლის ყურყურს, შებერილობას და ტკივილს, ხელს უწყობს აირების გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა
დიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენებები
მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში), დისპეფსია, აეროფაგია.
გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება მუცლის ღრუს ორგანოების სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარებამდე (ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია).

დოზირების რეჟიმი
გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს. მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ბავშვები:
მეტეორიზმის მკურნალობა: 5 წვეთი 4-ჯერ დღეში. კუჭ-ნაწლავის წარმატებული ენდოსკოპიიის ჩასატარებლად გამოიყენება 12 წვეთი 4-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2-3 დღის განმავლობაში.
10 წლამდე ბავშვები: მუცლის შებერილობის მკურნალობა 6 თვემდე ბავშვებში: თითოეულ კვებამდე მიიღება 4 წვეთი, შერეული მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
მეტეორიზმის სამკურნალოდ

ასაკი დოზა
6 თვიდან 1 წლამდე 1 წვეთი 4-ჯერ დღეში
1-2 წელი 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში
2-4 წელი 2 წვეთი 4-ჯერ დღეში
4-6 წელი 3 წვეთი 4-ჯერ დღეში
6-10 წელი 4 წვეთი 4-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების არსებობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია პრეპარატის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა დიმეთიკონის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
დიმეთიკონის გამოყენებისას ძალიან იშვიათად გამოვლინდა ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის: გამონაყარი და ჭინჭრის ციება. ასევე ძალიან იშვიათად გამოვლინდა ისეთი სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიც არის: მუცლის შებერვა და ტკივილი.

განსაკუთრებულიმითითებები

ორსულობა და ლაქტაცია: დიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, არ გადის პლაცენტის ბარიერს და არ გადადის დედის რძეში. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია როგორც ორსულობის დროს, ასევე ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატი არ მოქმედებს.

სხვა მედიკამენტებთანურთიერთქმედება
არ აღინიშნება.

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები და ვადა
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, 15-25 °C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა- 3 წელი. ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.