CONTRACTUBEX / კონტრაქტუბექსი
CONTRACTUBEX / კონტრაქტუბექსი
სარეგისტრაციო ნომერი: პ#015096/01
სავაჭრო დასახელება: კონტრაქტუბექსი
ფარმაკოლოგიური ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის
აღწერილობა:
ღია ყვითელი ან ღია ყავისფერი ფერის გაუმჭვირვალე გელი დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა: 100 გ გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ხახვის თხევადი ექსტრაქტი 10გ.
ჰეპარინის ნატრიუმი 0.04 გ (5000 ს.ე.)
ალანტოინი 1გ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბინის მჟავა
მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი
ქსანთანის ფისი (ქსანტურალი 75)
მაკროგოლ 200 (პოლიეთილენგლიკოლი 200)
არომატიზებული ზეთი (არომატი 231616)
გასუფთავებული წყალი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
D03AX
ნაწიბურების სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ახდენს ფიბრინოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო (ხახვის ექსტრაქტის ხარჯზე), ანტითრომბოლიზურ (ჰეპარინის ხარჯზე) და კერატოლიზურ (ალანტოინის ხარჯზე) მოქმედებას. ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას ჰიპერპლაზიის გარეშე. აინჰიბირებს კელოიდური ფიბრობლასტების პროლიფერაციას.
ფარმაკოკინეტიკა:
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჰეპარინი 4 საათის განმავლობაში კლინიკურად საკმარისი რაოდენობით აღწევს დერმისის შემაერთებელ ქსოვილში. პრეპარატის ღრმად შეღწევას უფრო აძლიერებს ჰეპარინის, ხახვის ექსტრაქტის და ალანტოინის კომბინაცია (ტრანსეპიდერმული ჰეპარინზაცია).პრეპარატის გამოყენებისას კონკტრაქტუბექსი არ შეიწოვება სისტემურად.
ჩვენებები:
- ქირურგიული ოპერაციების, ამპუტაციის, დამწვრობის ან ტრავმის შედეგად გაჩენილი ნაწიბურების ჰიპერტროფია და კელოიდური ნაწიბურები;
- სახსრის ანკილოზი (კონტრაქტურა);
- დუპუტრენის კონტრაქტურა,
- მყესების ტრავმული კონტრაქტურა;
- ორსულობის შემდეგ გაჩენილი სტრიები;
- ატროფიული ნაწიბურები (მათ შორის აკნეს ან ფურუნკულის შემდეგ გაჩენილი);
- პოსტოპერაციული პერიოდის ან უბედური შემთხვევის შემდეგ გაჩენილი პათოლოგიური ნაწიბურების წარმოქმნის პროფილაქტიკა.
მისი დანიშვნა შეიძლება ბავშვებში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პრეპარატის მოქმედება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში არ არის შესწავლილი.
მიღების წესი და დოზირება:
ერთ ჯერზე გამოიყენება 0.5 სმ ზომის გელი ნაწიბურის 20-25 სმ2 ზედაპირზე.
გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში, მსუბუქად უნდა შეიზილოს ნაწიბურის ადგილას. ახლადგაჩენილი ნაწიბურის შემთხვევაში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას.
ძველი და მკვრივი ნაწიბურების შემთხვევაში ღამის განმავლობაში გელი იდება საფენის სახით. მკურნალობის ხანგრძლივობასაშუალოდ შეადგენს 3-6 თვეს. დუპუტრენის კონტრაქტურის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს12 თვეს.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება ნაწიბურის ეპითელიალიზაციის შემდგომ ფაზაში (გრანულაციის ადგილას არ გამოიყენება).
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად: კანის ადგილობრივი რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის აღწერილი
დოზის გადაჭარბება:
არ არის აღწერილი.
სიფრთხილის ზომები:
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ღია ჭრილობაზე. თვალში მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად მისი გამოყენება უნდა მოხდეს წინასწარ დანოტივებულ კანზე. შესაძლებელია მისი გამოყენება ფიზიოთერაპიულ ზომებთან ერთად.
ახალი ნაწიბურების მკურნალობის დროს კანი უნდა დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების, სიცივის და ინტენსიური მასაჟისაგან.
გამოშვების ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისთვის 20 ან 50გ ალუმინის ტუბში. ტუბი და გამოყენების ინსტრუქცია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°Cტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
4 წელი
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Merz Pharma GmbH & Co.KGaA
D-60318, Germany, Frankfurt am main
მერც ფარმა გმბჰ და კო. კგაა,
დ-60318, გერმანია, ფრანკფურტი/მაინი