ამარილი AMARYL
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1, 2, 3, 4 მგ ტაბლეტები. შესაბამისად 1, 2, 3, 4 მგ. გლიმეპირიდი; ასევე სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზა, ნატრიუმის გლიკოლატი, პოლივიდონ 25 000, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ინდიკოკარმინის ლაქი, პიგმენტური ალუმინის პუდრი (E132).
ჩვენება:
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (დიეტოთერაპიისა და ფიზიკური დატვირთვის არაეფექტურობის შემთხვევაში).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი, სულფონილშარდოვანას წარმოებული – ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას და ზრდის პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.
დოზირება:
საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, სისხლსადა შარდში შაქრის დონის მუდმივი კონტროლის შედეგების შესაბამისად.
მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 1მგ ამარილი ერთხელ დღეში (უშუალოდ საუზმის წინ ან საუზმის გამოტოვებისას _ საკვების პირველად მიღების წინ); აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შესაძლებელია თანდათანობით გაიზარდოს 4-8 მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8 მგ. ტაბლეტის მიღება ხდება მთლიანად (არ იღეჭება) საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპოგლიკემია, იშვიათად გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიუმის მიდამოში დისკომფორტის შეგრძნება, დიარეა, გარკვეულ შემთხვევებში ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე).
უკუჩვენება:
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზი, პრეკომა, კომა, ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის, სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებისა და სულფონილამიდური პრეპარატების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
ამარილი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს თანმხლები ენდოკრინული დაავადებებით; მისი მიღებისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი.
მისამართი:
სანოფი ავენტის ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში
თბილისი 0103, მეტეხის ქ # 22
ტელ:227 36 91;227 36 92;227 36 93
ფაქსი:277 16 02