კომბოსტოს მწნილი – უნივერსალური პროდუქტი გასახდომად
კომბოსტოს მწნილი უნივერსალური საკვები პროდუქტია. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინები და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
კომბოსტოს მწნილი ძალიან დაბალკალორიულია (25 კკალ 100 გ პროდუქტზე), მდიდარია ვიტამინების ნაკრებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.
მასში არსებული В ვიტამინის წყალობით ორგანიზმი კარგად სუფთავდება, ხოლო С ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აფერხებს ქსოვილთა დაბერებას, ხელს უწყობს უჯრედთა განახლების (რეგენერაციის) პროცესებს.
ეს მწნილი მდიდარია იოდით, რძის მჟავით, რომელიც ებრძვის ნაწლავის ჩხირს და სხვა მავნე ბაქტერიებს. ამიტომ კომბოსტოს მწნილს კუჭ-ნაწლავის სისტემის “სანიტარსაც” უწოდებენ. ის ახშობს ლპობის ბაქტერიების განვითარებას.
მისი რაციონში ჩართვა აფერხებს სიმსივნური პროცესების განვითარებას. მისი წვენი სასარგებლოა ორსულებისთვის ტოქსიკოზთან საბრძოლველად. თუმცა მისი სიფთხილით უნდა მიიღონგასტრიტით, წყლულოვანი და ნაღველკენჭოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა.
კომბოსტოს მწნილს წარმატებით იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, სასარგებლოა ორგანიზმისთვის გაციების, გრიპისა და ზოგადოდ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ასევე უხდება ნაბახუსევს.
- გაციებისა და ჭვალის დროს თბილ ანადუღარ წყალში გაზავებული მწნილის წვენი მალევე გამოგაჯანმრთელებთ.
- ავიტამინოზის დროს ძალიან სასარგებლოა კომბოსტოს მწნილის სალათები, დილაობით კი უზმოზე 1 ჭიქა მწნილის წვენი.
- შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა კომბოსტოს მწნილის წვენი მცირეოდენ ლიმონის წვენთან. უჯრედისი, რომლითაც მდიდარია კომბოსტოს მწნილი, კრავს ნახშირწყლებს და აჩქარებს მის გამოყვანას ორგანიზმიდან.
- მაღალი სიცხის დროს მიიღეთ ½ ჭიქა მწნილის წვენი დღეში 3-ჯერ. ის ეხმარება დაკარგული სითხის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ანაზღაურებას.
- კომბოსტოს მწნილის წვენი ძალიან ეფექტური საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის “მიძინებული” წყლულის დროს. მიიღეთ 1/4-1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. პროფილაქტიკური კურსი – 2-3 კვირა.