სასარგებლო რჩევები

შავი ყურძნის წვენი

შავი ყურძნის წვენიყურძნის მწიფე ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს: გლუკოზას და ფრუქტოზას. ასევე შეიცავს სხვადასხვა რაოდენობით საქაროზას, რაფინოზას, ქსილოზას და შაქრის მსგავს სხვა ნივთიერებებს.

გლუკოზა იდეალური ენერგეტიკული ნივთიერებაა. ყურძნის მიღების შემდეგ იგი სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება.

ყურძენში ყველაზე მეტად ღვინის მჟავას შემცველობაა, შემდეგ ვაშლის, ლიმონის და ქარვის. ორგანული მჟავების ზეგავლენით ძლიერდება კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედება, სუსტდება გულის ცემა და მცირდება პულსის სიხშირე, სუნთქვა კი უფრო მშვიდი ხდება.

ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. მათ შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიის და კობალტის სახით.

ზოგადად, ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობას. სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, იგი შეიცავს სამ ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).

შავი ყურძნის წვენი სასარგებლოა გულის დაავადებების დროს. გულ-სისხლძარღვებისთვის საჭირო ნივთიერებების მისაწოდებლად ყოველდღე 2 ჭიქა შავი ყურძნის წვენი დალიეთ.

ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევებით, შავი ყურძნისაგან დაწურული ნატურალური, დაუშაქრავი წვენი ხელს უწყობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების აღდგენას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.