სასარგებლო რჩევები

კაშკაშა მზე გაცილებით საშიშია, ვიდრე გვგონია

კაშკაშა მზეადამიანები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს მცხუნვარე მზეზე ატარებენ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდ საფრთხეში აგდებენ.

ამ დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი მეცნიერები მიუნხენიდან, რომლებიც “Geo Risk Research” პროექტის ფარგლებში ატარებდნენ კვლევებს.

მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ულტრაიისფერი გამოსხივების შეფასების სადღეისოდ გამოყენებული მეთოდიკა კორექტული არა არის, რადგან იგი გარკვეულ ზედაპირზე მხოლოდ პირდაპირი ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას ითვალისწინებს.

ამასთან დახრილი ზედაპირიდან არეკლილი სხივების ზემოქმედებას თითქმის უგულებელყოფენ. შეცდომაც სწორედ ამაშია: როგორც აღმოჩნდა, არეკლილი სხივების იგნორირება არ შეიძლება.

“ადამიანის სხეული ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ მას პრაქტიკულად არ გააჩნია ჰორიზონტალური სიბრტყეები. ამიტომ მასზე მოქმედებენ არა იმდენად მზიდან მომავალი პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები, რამდენადაც სხვადასხვა ზედაპირებიდან არეკლილი და ამ ზემოქმედების უგულვებელყოფა დაუშვებელია”, – განაცხადა კვლევის ავტორმა დოქტორმა პიტერ ჰეპემ.