კამელინი, მედიკამენტები

კამელინი M1

კამელინი M1
სავაჭრო დასახელრბა :კამელინი M1
წამლის ფორმა:ამპულები

შემადგენლობა: "კამელინი M" 35%, საინექციო წყალი 65%.
სამკურნალო საშუელება "კამელინი M1" მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: კეტონები, ეთერები, ბიოორგანული მჟავები, ფენოლენი, ალდეჰიდები, ფურფუროლი
აღწერა: საინე ქციო სითხე, ქარვის ფერი. 2.0 მლ. ამპულებში.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:"კამელინ M1" ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. "კამელინ M1" ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. "კამელინი M1" იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T ჰელპერებისა და T ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc უჯრედების შემცირებაში. კამელინი ეფექტურია, როგორც იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიელი, რეგეენერაციული, ანტივირუსული, საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე.
დანიშნულება:კამელინის საინექციო ხსნარი, გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულირება, ორგანოზმის იმუნური პასუხის
მოდიფიკაცია:
ვირუსული ინფექციები;
ბაქტერიული ინფექციები;
სოკოვანი ინფექციები;
სიმსივნური დაავადებები;
სახსრების დეგენერაციულდისტროფიული დაავადებები;
პოლინეიროპათიები;
პოსოპერაციული პერიოდი
ტრავმები
მიღების წესი:ინექციები 2.0 მლ კეთდება დღეში ორჯერ ინტრამუსკულარულად, დილით და საღამოს. „კამელინი M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 2025 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობ 2დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

გვერდითი მოვლენები:

უკუჩვენება: უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: "კამელინი" თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან. რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა:35 % საინექციო ხსნარი 2 მლიან ამპულებში კამელინ მ1, შეფუთვაში 10 ამპულა.

შენახვის პირობები:ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:2 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები:გაიცემა რეცეპტის გარეშე
მისამართი:
ძმები ზუბალაშვილების ქ. 49, 0108, თბილისი, საქართველო
ტელ.: 985 778;710 480;986 225
ელ-ფოსტა: info@camelyn.ge
www.camelyn.ge