ავიტა, მედიკამენტები

ცეფავორა/CEFAVORA

ცეფავორა/CEFAVORA  – პერორალური წვეთები
საერთაშორისო დასახელება – Ginkgo biloba, Vascum album, Crataegus
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
100 გ (=98 მლ) შეიცავს:
გინკო ბილობა 1.3 გ
Vascum album2.7 გ
კუნელი (Crataegus)7.5 გ

დამხმარე ნივთიერებები:
ლიქიორის ღვინო (Liquer wine)

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გინკო ბილობას ინგრედიენტი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და აფართოებს სისხლძარღვებს. კრუნჩხვები იხსნება, ვასკულარული ცირკულაცია იზრდება, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ყალიბის არტერიებში, რაც იწვევს თავის ტვინის ჟანგბადით გაუმჯობესებულ მომარაგებას. ნაკლებად პერფუზირებული ქსოვილი კვლავ მარაგდება მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, სისხლძარღვების კედლების მეტაბოლიზმი და ორგანოთა ცირკულაცია უმჯობესდება. ცერებრული სისხლისმიმოქცევა იზრდება. აქტიური ინგრედიენტები, ფითრი და კუნელი ეფექტურობით გამოირჩევიან გულისა და კიდურების მხრივ ცირკულატორული დარღვევების შემთხვევაში.
ცეფავორა კარგი ამტანობით ხასიათდება მისი ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჩვენებები:
თერაპიის ჰომეოპათიური პრინციპების შესაბამისად: სისხლის წნევის ცვლილებები და ცირკულატორული ცვლილებები თავის ტკივილით.

განსაკუთრებული მითითებანი:
ცეფავორა წვეთები შეიცავს 20 vol.-% ალკოჰოლს.

უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.

ალკოჰოლის შემცველობის გამო, პრეპარატის მიღება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებში და ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.

ნებისმიერი ჰომეოპათიური საშუალების ეფექტზე შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს პაციენტის ცხოვრების სტილის დამაზიანებელმა ფაქტორებმა და სტიმულანტებმა. უნდა ეცნობოს ექიმს სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

დოზირება და გამოყენების მეთოდები:
მოზრდილებში დოზა არის 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, 6-დან 12 წლამდე ბავშვები ღებულობენ 10-15 წვეთს 3-4-ჯერ დღეში.
კარგი გემოს გამო, ცეფავორას წვეთების მიღება შეიძლება განზავების გარეშეც.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
ჰომეოპათიური საშუალებების მიღება არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სიმპტომები დოზის გადაჭარბების დროს და მისაღები ზომები:
ცეფავორას წვეთების მიღების შემდეგ იტოქსიკაცია არ არის ცნობილი.
ერთი ან მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისაღები ზომები:
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გვერდითი მოვლენები:
არ არის ცნობილი.

შენიშვნა: ჰომეოპათიური საშუალების მიღებისას არსებული ჩივილები შეიძლება დროებით გაუარესდეს (საწყისი გამწვავება). ასეთ შემთხვევაში საჭიროაექიმის კონსულტაცია და პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელიც არ არის აღნიშნული არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს!

შეფუთვა: ცეფავორას წვეთები 50 მლ-იანი.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ბოთლის გახსნის შემდეგ 3 თვე.

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი:ცეფაკ კგ, ოსტბანჰოფშტრასე 15, D-87437 კემპტენი/გერმანია.