გეა, მედიკამენტები

რუბიტალ ფორტე / RUBITAL FORTE 

რუბიტალ ფორტე / RUBITAL FORTE – P.P.E.GEMI , პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
R05

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით …..100 გ
ტუხტის ფესვების 6% ექსტრაქტი . . . ……………………..25.4 გ
საქაროზა. . . . . . . . . . . . . . . . . . ………………………………….40 გ
ეთანოლი 600 . . . . . . . . . . . . . . . . . ……………………………..1 გ
ნატრიუმის ბენზოატი . . . . . . . . . . . . ………………………..0.1 გ
ჟოლოს სიროფი . . . . . . . . . . . . . . ……………………………..33.4 გ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი,ამომფენი და ანთების საწინააღმდე¬გო მოქმედებით.

ჩვენებები
რუბიტალ ფორტე / RUBITAL FORTE გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე გაციებით გამოწვეული სხვა დაავადებების სამკურნალოდ:

  • მშრალი ხველა;
  • სველი ხველა ნახველის გაძნელებული ევაკუაციით;
  • ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა;
  • ყელისა და ხახის ტკივილი;
  • მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა.

დოზირების რეჟიმი
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (15 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უკუჩვენებები
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ჭარბი დოზირება
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
P.P.E. GEMI