გულის გასაძლიერებელი სასმელი
გულის უკმარისობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი სასმელი:
აიღეთ 10 ღერო ოხრახუში ფოთლებიანად, დაასხით ერთი ლიტრი ნატურალური, მშრალი ღვინო, ღვინო შეიძლება იყოს თეთრი ან წითელი, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ღვინის ძმარი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ქვები დიდი უნდა იყოს, რადგან ნარევი ძალიან ქაფდება. ქვაბი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. გააცივეთ დაახლოებით 40 ცელსისუს გრადუსამდე. დაუმატეთ 300 გრამი თაფლი, მოურიეთ გაზავებამდე, გაწურეთ, მიღებული ნარევი ჩაასხით ბოთლებში.
მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნარევი 3-4 – ჯერ დღეში. ეს საშუალება გიშველით ამინდის ცვლილების, მაგნიტური ქარიშხლების, ნერვული, დაძაბული მდგომარეობის დროს. წამლის რეგულარული მიღება მოგირჩენთ გულის ჩხვლეტებს, დაამშვიდებს ნერვებს გაააქტიურებს გულის მუშაობას.