დაავადებები, სტომატოლოგია

ღრძილების ანთება – გინგივიტი

ღრძილების ანთება – გინგივიტიგინგივიტის არის ღრძილების ანთება, რომელსაც ახასიათებს ღრძილების შეშუპება, სისხლდენა და სიწითლე. გინგივიტის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

მიმდინარეობის მიხედვით არსებობს გინგივიტის რამოდენიმე ფორმა:

  • მწვავე;
  • ქრონიკული – უფრო ხშირად გვხვდება ზრდასრულ ადამიანებში;
  • რეციდიული.

გინგივიტის განვითარება ხდება სხვადასხვა მიზეზით:

  • პირის ღრუს ჰიგიენის არასწორედ შესრულება ან საერთოდ უგულველყოფა – ეს გინგივიტის განვითარების ყველას ხშირი მიზეზია, ამ დროს წარმოიქმნება კბილის ნადები (მიკროორგანიზმების გროვები), რომლებიც მყარად არიან ფიქსირებულნი კბილის ზედაპირზე;
  • კბილის ქვები – კბილის კალციფიცირებული ნადები;
  • არასწორი თანკბილვა;
  • არასწორედ დაბჟენილი (დაპლომბილი) კბილები;
  • პირით სუნთქვა;

სხვადასხვა ჰორმონალური ცვლილებების გამო – ამ მიზეზით გამოწვეული გინგივიტი ხშირად გვხვდება მოზარდებში და ორსულებში, სადაც იგი დამძიმებული ფორმით მიმდინარეობს;
სისტემური დაავადებები – ამ დროს გინგივიტის არის რომელიმე დაავადების (ჰერპესი, ალერგია, ავიტამინოზი, ლეიკოპენია, შაქრიანი დიაბეტი) ერთერთი ნიშანი;
ზოგიერთი წამლის (ორალური კონტრაცეპტივები) ხანგრძლივი გამოყენება;
მძიმე ლითონების (ტყვია, ბისმუტი) გამოყენება.

გინგივიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:

  • ანთებადი ღრძილები;
  • ღრძილების შეშუპება;
  • ღრძილების კონტურების ცვლილება;
  • ე.წ. ღრძილოვანი ჯიბეების ჩამოყალიბება;
  • ღრძილოვანი კიდის შეწითლება;
  • სისხლდენა ღრძილებიდან;
  • ტკივილი ღეჭვისა და ყლაპვის დროს.

გინგივიტის გამწვავება ძირითადად დამახასიათებელია ზამთარ-გაზაფხულზე და აღინიშნება სისხლდენა ღრძილებიდან, როგორც წესი კბილების ხეხვის დროს.

გინგივიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტომატოლოგის მიერ. მისი პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის გულმოდგინედ დაცვა.