დიეტა

ერთკვირიანი დიეტა

ერთკვირიანი დიეტასპეციალისტები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ერთკვირიან დიეტას გვთავაზობენ, რომელიც, მათი მტკიცებით, სასურველია რომ თვეში ერთხელ დავიცვათ.

ორშაბათი: ბოსტნეული (სასურველია კიტრი) და უგაზო მინერალური წყალი.
სამშაბათი: ფორთოხალი. ოთხშაბათი: კენკრის ერთი სახეობა.
ხუთშაბათი: რძის პროდუქტები, მაგალითად, კეფირი.
პარასკევი: მთელი დღის განმავლობაში მივირთვათ ყაბაყი, დავაყოლოთ მინერალური წყალი.
შაბათი: ხილი და კენკრა. მაგალითად, დილით და ლანჩზე – თითო-თითო ვაშლი, სადილზე – საზამთროს ნაჭერი, სამხარი და ვახშამი – ორ-ორი ცალი ვაშლი.
კვირა: მთელი დღის განმავლობაში დავლიოთ ანანასის წვენი.
მომდევნო თვის ერთკვირიანი დიეტა იგივეა, მაგრამ უნდა შევცვალოთ ბოსტნეული, ხილის და წვენის სახეობები.

დიეტაში არ ჩავრთოთ პროდუქტები, რომლებზეც ალერგია გვაქვს.