ერთკვირიანი დიეტა სხეულისა და კანის სილამაზისათვის
თუკი უკმაყოფილო ხართ თქვენი წონით, პრეტენზია გაქვთ კანისა და თმის მდგომარეობის მიმართ, პრობლემების გადაჭრა ორგანიზმის შინაგანი ფუნქციების მოწესრიგებით უნდა დაიწყოთ. ამისთვის კი შეგიძლიათ ერთკვირიანი განმტვირთავი დიეტა დაიცვათ. დიეტის ავტორები ირწმუნებიან, რომ უკვე მესამე დღეს კანი სასიამოვნო ვარდისფერს მიიღებს, თვალებს ბრწყინვალება დაუბრუნდება და რაც მთავარია, მთელ სხეულში უჩვეულო სიმსუბუქეს იგრძნობთ.
დიეტის დაწყებამდე რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:
დიეტის დაცვისას ორგანიზმი დაგროვილი ტოქსინებისგან თავისუფლდება და მათ მესამედს ოფლის სახით გამოყოფს. ამიტომაც დღეში ორჯერ მიიღეთ შხაპი. რაც შეეხება 24-საათიანი მოქმედების დეზოდორატორებს, ისინი საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას ახშობს და უმჯობესია, თუ მათი გამოყენებისგან თავს შეიკავებთ.
ქვემოთ მოყვანილი მარტივი პროცედურები სტიმულს მისცემს სისხლის მიმოქცევას და დიეტას უფრო ეფექტიანს გახდის:
შხაპის მიღებისას სხეული უხეში ჯაგრისით დაიზილეთ.
კვირაში ორჯერ ზღვის მარილის აბაზანა მიიღეთ. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია.
დილით საწოლიდან უცბად არ წამოდგეთ, ჯერ კარგად გაიზმორეთ, მიიხედ-მოიხედეთ და სასიამოვნო ამბავი გაიხსენეთ.
ახლა დიეტის შესახებ:
პირველი დღე
საუზმე: ხილი და ნიგოზი (ან თხილი);
სადილი: მოშუშული ბოსტნეული და ხაჭო;
ვახშამი: ხილის სალათა, იოგურტი და ორცხობილა;
შუალედებში – ვაშლი.
ყურადღება! დიეტის დაცვისას, ყოველდღიურად, მინიმუმ 2 ლ წყალი, ბალახის ან ხილის ჩაი დალიეთ.
მეორე-მეოთხე დღე
საუზმე: ბალახის ან ხილის ჩაი, ერთი ჩ/ჭ Eმწნილის წვენი;
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი (აიღეთ 100 გ ნიახურისა და ოხრახუშის ძირები, 50 გ კარტოფილი, 30 გ პრასი და ერთი სტაფილო. ყველაფერი მსხვილად დაჭერით, დაუმატეთ შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და 1 ლ წყალში 30 წუთი ხარშეთ);
ვახშამი: ერთმანეთში გაზავებული ნახევარი ჭიქა ბოსტნეულის წვენი და ნახევარი ჭიქა წყალი.
მეხუთე დღე
საუზმე: 4-5 ცალი შავი ქლიავის ჩირი, ბალახის ან ხილის ჩაი;
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი კარტოფილით;
შუალედებში: ვაშლი.
ვახშამი: პომიდვრის წვნიანი ორცხობილასთან ერთად; ბალახეული ნაყენი.
მეექვსე-მეშვიდე დღე
საუზმე: 4-5 ცალი ლეღვი ან შავი ქლიავის ჩირი; ბალახის ან ხილის ჩაი;
სადილი: მოშუშული ბოსტნეული (უმარილოდ) და კარტოფილის პიურე (რძის გარეშე), ცოტაოდენი კარაქით და დაჭრილი ოხრახუშით;
შუალედებში: ნიგოზი, თხილი ან ნუში;
ვახშამი: ორცხობილა, ხაჭო, ასკილის ნაყენი.
ამ დიეტის შემდეგ, საკუთარ თავს სასიკეთო ცვლილებებს თვალნათლივ შეატყობთ. თუმცა კვებისას ზომიერების გამოჩენა არც დიეტის დამთავრების შემდეგაც გაწყენთ.