დენკალგინ ფეინ რილიფ ⁄ DENKALGIN PAIN RELIEF
სავაჭრო სახელწოდება – დენკალგინ ფეინ რილიფ ⁄ DENKALGIN PAIN RELIEF
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) -acetilsalicilic acid, paracetamole, cofeine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები. პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
მწარმოებელი ფირმა – DENK PHARMA GmbH & Co. KG
მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კომბინირებული პრეპარატი
აქტიური ნივთიერება:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250მგ აცეტილსალიცილის მჟავას, 200მგ პარაცეტამოლს და 50მგ კოფეინს.
დამხმარე ნივთიერებები:
სტეარატ-პალმიტატის მჟავა, ხორბლის სახამებელი, სიმინდის სახამებელი და ტალკი
აღწერილობა:
თეთრი, მრგვალი, ბრტყელი, ფასეტური ტაბლეტები, ერთ მხარეს დაღარული, მეორე მხარეს წარწერა “დენკალგინი”: დიამეტრი დაახლოებით 13 მმ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პარაცეტამოლი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და შეზღუდული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული. დამტკიცებულია, რომ პარაცეტამოლი უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ცერებრალური პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაზე, ვიდრე პერიფერიულ სინთეზზე. გარდა ამისა, პარაცეტამოლი ზღუდავს ჰიპოთალამუსის ცენტრში ენდოგენური პიროგენის ეფექტს, რომელიც მოქმედებს სიცხის დაწევაზე.
აცეტილსალიცილის მჟავა სალიცილატია და მიეკუთვნება მჟავა არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებელ/ანთებისსაწინაააღმდეგო პრეპარატთა ჯგუფს. აცეტილსალიცილის მჟავა წარმოადგენს სალიცილის მჟავის რთულ ეთერს, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ციკლოოქსიგენაზის დაინჰიბირებაში და ამ გზით თრგუნავს პროსტანოიდებს: პროსტაგლანდინ E2 , პროსტაგლანდინ I2 და ტრომბოქსან A2 აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს მკვეთრად გამოხატულ ზემოქმედებას ტრომბოციტების შეუქცევად აგრეგაციაზე.
კოფეინი წარმოადგენს ქსანტინის დერივატივს, რომელიც თერაპიული დოზის ფარგლებში მოქმედებს, როგორც ადენოზინის რეცეპტორების ანტაგონისტი. ეს ამცირებს ადენოზინის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე. მოკლე ხანში ის აქრობს დაღლილობის გრძნობას და ზრდის ფიზიკურ აქტივობას.
აცეტილსალიცილის მჟავას და პარაცეტამოლს გააჩნიათ განსხვავებული მოქმედების მექანიზმები, რითაც ავსებენ ერთმანეთს. მათი მოქმედების ხანგრძლივობა თითქმის თანაბარია. ცხოველებზე ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევებმა გამოავლინეს დამატებითი ეფექტები სიცხის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებაზე.
ადამიანებში ჩატარებულმა კლევებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს მისი დამატებითი ანალგეზიური ეფექტი. პარაცეტამოლის ინდივიდუალურად გამოყენებასთან შედარებით, აცეტილსალიცილის მჟავის, პარაცეტამოლის და კოფეინის კომბინირებული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი საშუალებას იძლევა გაკეთდეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ეკონომია. ზოგიერთი კვლევის თანახმად, კოფეინი აძლიერებს პარაცეტამოლის მოქმედებას 19-45%-ით. კოფეინის დამატებით, ის პერიოდი, რაც საჭიროა აცეტილსალიცილის მჟავის მაქსიმალური ანალგეზიური ეფექტის მისაღწევად ნახევრდება.
ტოქსიური თვისებები
a) ხანმოკლე ტოქსიური ეფექტი
მოზრდილებში 10 გრ-ზე და პატარებში 3 გრ-ზე მეტი აცეტილსალიცილის მჟავის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ინტოქსიკაცია ლეტალური გამოსავალით. ლეტალური შედეგი გამოწვეულია ძირითადად რესპირატორული უკმარისობის გამო .
ორალურად პარაცეტამოლის 6 გრ-ზე მეტი დოზის მიღებამ (რომლის პლაზმური კონცენტრაცია 4 სთ-ის შემდეგ აღწევს 200-300 მგ/მლ-ს, 8 სთ-ის შემდეგ-100-150 მგ/მლ-ს, 12 სთ-ის შემდეგ-50-80 მგ/მლ-ს და 15 სთ-ის შემდეგ-30-45 მგ/მლ-ს) ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უჯრედების დაზიანება და ლეტალური გამოსავალი ღვიძლისმიერი კომის გამო. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობა პლაზმური კონცენტრაციის პირდაპირპროპორციულია. ფერმენტების ინდუქტორები და სპირტი შეიძლება გახდეს ღვიძლის დაზიანების მიზეზი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მიიღება პარაცეტამოლის არატოქსიური დოზები.
ხანმოკლე პერიოდში 1 გრ-ზე მეტი კოფეინის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტოქსიური მოვლენები.
ინდივიდუალურ ნივთიერებათა კომბინაციის ხანმოკლე ტოქსიური ეფექტები შეისწავლეს ცხოველებში. აღნიშნული იყო ტოქსიური ეფექტების სუმაცია პოტენციალიზაციის გარეშე.
b) ქრონიკული ტოქსიური მოვლენები/სუბქრონიკული ტოქსიურიბა ცხოველებში პარაცეტამოლის სუბქრონიკულ და ქრონიკულ ტოქსიურობაზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ თაგვებსა და ვირთხებში იგი იწვევდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებას, სისხლის ფორმულის შეცვლას, ღვიძლის და თირკმლის პარენქიმის დეგენერაციას ნეკროზის დონემდე. ასეთი ცვლილებებს საფუძვლად უდევს, ერთი მხრივ, პარაცეტამოლის მოქმედების მექანიზმი და ,მეორე მხრივ, მისი მეტაბოლიზმი. ის მეტაბოლიტები, რომლებიც ნამდვილად იწვევენ ტოქსიურ ეფექტებს და შესაბამის ორგანოთა ცვლილებებს, შესაძლოა ასევე აღმოჩნდეს ადამიანის ორგანიზმშიც. ამ მიზეზის გამო არ შეიძლება პარაცეტამოლის გამოყენება ხანგრძლივად და მაღალი დოზებით. 1 წლის განმავლობაში პარაცეტამოლის 3.9_2.9 გრ.
დღე-ღამის დოზით მიღებისას დაფიქსირდა შექცევადი, ქრონიკული, აგრესიული ჰეპატიტის შემთხვევები. არამსმელებში ღვიძლის დამაზიანებელი ეფექტების მქონე დღიური ორალური დოზა შეადგენს დაახლოებით 5.8 გრ.-ს, ხოლო ინტოქსიკაციის სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს წამლის მიღებიდან არაუმეტეს 3 კვირის შემდეგ.
აცეტილსალიცილის მჟავა და სალიცილის მჟავის მეტაბოლიტები ლოკალურად აზიანებენ ქსოვილებს, ხოლო მათი მოქმედების მექანიზმის მეშვეობით იწვევენ ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. თერაპიულ დოზებსაც კი შეუძლიათ წყლულების წარმოქმნა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის გამოწვევა. ხშირი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანემია (რკინადეფიციტური ანემია). კუჭ-ნაწლავის სისტემაში წყლულის არსებობის შემთხვევაში იზრდება სისხლდენის რისკი, რადგან აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში აცეტილსალიცილის მჟავის მაღალი დოზით, ხანმოკლე და ქრონიკული გამოყენება იწვევდა თირკმელების დაზიანებას ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში კოფეინის ხანგრძლივად, მაღალი, თერაპიულად მიუღებელი დოზების გამოყენება იწვევდა კუჭ-ნაწლავის წყლულებს, ღვიძლისა და თირკმლის დაზიანებას.
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე არ არის გამორიცხული, რომ ცალკეული მედიკამენტის გამოყენებასთან შედარებით, ნივთიერებათა კომბინაციამ უფრო გააძლიეროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელი ეფექტი. ვირთხებსა და თაგვებში პარაცეტამოლის და კოფეინის კომბინაციაზე ჩატარებულ კვლევებს მივყევართ ჰეპატოტოქსიურობის გაზრდილი რისკის ურთიერთგამომრიცხავ შედეგებამდე. ცხოველებზე ჩატარებული ტესტები ასევე გვაჩვენებს, რომ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური პოტენციალი სუსტდება აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციის შემთხვევაში. მოცემულ მომენტში არ არის ცნობილი, თუ რამდენად შეესაბამება ზემოთნახსენები მონაცემები ადამიანებს.
6 თვის განმავლობაში ვირთხებზე ჩატარებული აცეტილსალიცილის მჟავის, პარაცეტამოლის და კოფეინის კომბინირებული თერაპიის კვლევისას, მოულოდნელი ტოქსიური ეფექტები არ გამოვლენილა. ჯერ არ არის შესწავლილი, იზრდება თუ არა ანალგეზიური ნეფროპათიის რისკი.
c) მუტაგენური და კარცინოგენული პოტენციალი
აცეტილსალიცილის მჟავა საფუძვლიანად იყო გამოკვლეული ინ ვივო და ინ ვიტრო მუტაგენურობის პოტენციალთან დაკავშირებით.
დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პარაცეტამოლს თერაპიულ, არატოქსიურ დოზაზე, არ გააჩნია გენოტოქსიურობის რისკი.
კოფეინს, ისევე როგორც სხვა მეთილქსანტინებს, გააჩნია ინ ვიტრო ქრომოსომების დაზიანების პოტენციალი. კოფეინის მეტაბოლიზმთან და მუტაგენურობასთან დაკავშირებულმა ყველა მონაცემმა აჩვენა, რომ ინ ვივო არავითარი მუტაგენური მოვლენები არ არის მოსალოდნელი.
თაგვებზე და ვირთხებზე ჩატარებულმა ხანგრძლივმა კვლევებმა დაამტკიცეს პარაცეტამოლის, აცეტილსალიცილის მჟავის და კოფეინის კარცინოგენური პოტენციალის არარსებობა.
სამივე ნივთიერების კომბინაციაზე ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა.
d) ტოქსიკური გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე
პარაცეტამოლი, აცეტილსალიცილის მჟავა და კოფეინი გადის პლაცენტარულ ბარიერში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან და ადამიანთა გამოცდილებიდან პარაცეტამოლის მიერ გამოწვეული ემბრიონის დაზიანების ნიშნები არ გამოვლენილა.
სალიცილებმა გამოავლინეს ტერატოგენური ეფექტები ცხოველთა სხვადასხვა სახეობებში. პრენატალურად მიღების შემდეგ აღწერილი იყო იმპლანტაციის დარღვევები, ემბრიო და ფეტოტოქსიური ეფექტები, ისევე როგორც მათ შთამომავლებში დასწავლის უნარიანობის შეზღუდვა.
ძალიან მაღალ დოზებში (100 მგ/კგ-ზე მეტი KG) კოფეინი იწვევს ემბრიო და ფეტოტოქსიურობას ვირთხებში, თუმცა არანაირი ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა.
ფარმაკოკინეტიკა
ადამიანში წამლის დაკავშირება პლაზმის ცილებთან არის დოზაზე დამოკიდებული. დადგინდა, რომ სალიცილის მჟავის მაჩვენებლები საშუალოდ შეადგენს დაახოებით 66-98%-ს. აცეტილსალიცილის მჟავის მიღების შემდეგ, სალიცილის მჟავა ფიქსირდება ლიქფორში და სინოვიალურ სითხეში. ორალური მიღების შემდეგ, ანალგეზიური/სიცხის დამწევი დოზის აბსოლუტური ბიოათვისებულობა შეადგენს 60-70%-ს.
პარაცეტამოლის ორალურად მიღების შემდეგ, იგი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება (0.5-1.5 სთ-ის განმავლობაში, სანამ არ მიიღწევა პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია).
წამლის მიერთება პლაზმის ცილებთან ნელა მიმდინარეობს. მართალია დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაზრდა, მაინც ვერ აღწევს თითქმის 50%-ზე მეტს. უმეტესწილად ფერმენტური მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში, ძირითადად გლუკურონის მჟავის პირდაპირი კონიუგაციითა და გოგირდმჟავის მეშვეობით (55% და 35%).
გლუტათიონთან ან ცისტეინთან ბმული ტოქსიური მეტაბოლიტები, პ-ამინოფენოლი და N- ჰიდროქსილირებით მიღებული N-აცეტილ-p-ბენზოქინონიმინი, მცირე რაოდენობით გამოიყოფიან. მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით. პლაზმის t½ შეადგენს 1.5-2.5 სთ-ს, ხოლო სრული ელიმინაცია ხდება 24 სთ-ის შემდეგ მაქსიმალური ეფექტი და მოქმედების საშუალო ხანგრძლივობა (4-6 სთ) მჭიდროდაა დაკავშირებული პლაზმის კონცენტრაციასთან.
აბსორბციამდე, აბსორბციისას და მის შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა იშლება მის მთავარ მეტაბოლიტად – სალიცილის მჟავად. სალიცილის მჟავა და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.
ძირითადი მეტაბოლიტები:
სალიცილის მჟავის გლიცინის კონიუგატი (სალიცილურატის მჟავა), ეთერი და სალიცილის მჟავის გლუკურონიდის რთული ეთერი (სალიცილის ფენოლგლუკურონიდი და სალიცილის აცეტილგლუკურონიდი), გენტისინის მჟავა წარმოიქმნებიან სალიცილის მჟავის და მისი გლიცინის კონიუგატის დაჟანგვით.
კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში შეღწევისას აცეტილსალიცილის მჟავის აცეტილის ნაშთი უკვე ნაწილობრივ ჰიდროლიზურად არის დაშლილი. პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1.3-2 სთ-ის შემდეგ (სალიცილატის ტოტალური რაოდენობა). სალიცილის მჟავის ელიმინაციური კინეტიკა მეტწილად დოზაზეა დამოკიდებული, რადგანაც სალიცილის მჟავის მეტაბოლიზმი ლიმიტირებულია გამტარობის უნარიანობით (ელიმინაციის ტ½ მერყეობს 8-30 სთ-ს შორის) კოფეინის აბსორბციის t½ შეადგენს 2-13 წუთს და სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება ორალურად მიღების შემდეგ. 5 მგ/კგ დოზის გამოყენების შემდეგ Cmax მიიღწევა 30-40 წუთში და შეადგენს 9-10 µგ/მლ-ს. ორალურად მიღებული კოფეინი თითქმიხ მთლიანად ბიოაკუმულირდება.
პლაზმის ცილებთან ბმის მაჩვენებელი შეადგენს 30-40%-ს, ხოლო დისტრიბუციული მოცულობა შეადგენს 0.52-1.06 ლ/კგ-ს. კოფეინი აღწევს ყველგან, სწრაფად გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტალურ ბარიერს, ასევე გვხვდება დედის რძეშიც.
კოფეინის პლაზმის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 4.1-5.7 საათს, მაგრამ ეს ხდება მკაცრად ინდივიდუალიზირებულ საზღვრებში. 9-10 სთ-ის მაჩვენებელიც დაფიქსირებულა. კოფეინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით. 48 სთ-ის განმავლობაში დაგროვებულ შარდში აღმოჩნდა მიღებული დოზის 86%, საიდანაც 1.8% იყო არამეტაბოლიზირებული კოფეინი. მისი ძირითადი მეტაბოლიტებია: 1-მეთილშარდოვანას მჟავა (12-38%), 1-მეთილქსანტინი (8-19%) და 5-აცეტილ-ამინო-6-ამინო-3-მეთილ-ურაცილი (15%).
ფეკალური მასა შეიცავს მიღებული დოზის მხოლოდ 25%-ს. ძირითადი მეტაბოლიტი იყო 1,7-დიმეთილურაცილის მჟავა, რომელიც შეადგენდა მთლიანი დოზის 44%-ს.
აცეტილსალიცილის მჟავას და პარაცეტამოლს აქვთ თანაბარი აბსორბციის სიჩქარე, პლაზმის აბსორბციის მაქსიმალური დრო და არ გააჩნიათ ბიოტრანსფორმაციის ის საფეხურები, რაც ერთმანეთის მოქმედებას შეუშლიდა ხელს ან შეაფერხებდა მათ თირკმლისმიერ ელიმინაციას.
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ჩატარებული კვლევებიდან არ გამოვლენილა სამი კომპონენტის მნიშვნელოვნი ურთიერთგავლენა.
ბიოათვისებულობა
აცეტილსალიცილის მჟავის, მისი მეტაბოლიტების და საბაზისო პრეპარატების ერთმანეთთან შესადარებლად, 1993 წელს 18 პრობანდზე ჩატარებული ბიოათვისებულობის კვლევებიდან მიღებული იქნა შემდეგი შედეგები:
სალიცილის მჟავა როგორც აცეტილსალიცილის მჟავის ძირითადი მეტაბოლიტი | ||
დენკალგინი | შესადარებელი | |
Cmax (მგ/მლ) | 40.18 ± 5.40 | 36.77 ± 4.63 |
tmax (სთ) | 1.30 ± 0.53 | 2.12 ± 0.92 |
AUC (მგ/მლ ხ სთ) | 207.47 ± 42.23 | 209.07 ± 38.34 |
პარაცეტამოლი | ||
დენკალგინი | შესადარებელი | |
Cmax (მგ/მლ) | 5.11 ± 1.88 | 5.09 ± 0.96 |
tmax (სთ) | 0.89 ± 0.33 | 0.82 ± 0.23 |
AUC (მგ/მლ ხ სთ) | 19.74 ± 3.95 | 19.98 ± 3.83 |
კოფეინი | ||
დენკალგინი | შესადარებელი | |
Cmax (მგ/მლ) | 2.45 ± 0.46 | 2.51 ± 0.45 |
tmax (სთ) | 0.82 ± 0.37 | 0.98 ± 0.61 |
AUC (მგ/მლ ხ სთ) | 16.75 ± 7.25 | 18.14 ± 8.97 |
ჩვენებები
დიდებში და 12 წელზე უფროს ბავშვებში მსუბუქი და საშუალო ხარისხის ტკივილისას.
მიღების წესები და დოზები
თუ არ არსებობს ექიმის მითითება, მოზრდილებმა და 12 წელზე უფროსმა ბავშვებმა უნდა მიიღონ დენკალგინის 1-2 ტაბლეტი (რაც შეესაბამება აცეტილსალიცილის მჟავის 250-100 მგ-ს, პარაცეტამოლის 200-400 მგ-ს და კოფეინის 50-100 მგ-ს). აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დღეში 3-ჯერ მიღებაც (ჩვეულებრივ 4-8 სთ-იანი ინტერვალით).
მაქსიმალური დოზა შეადგენს დენკალგინის 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება აცეტილსალიცილის მჟავის 1500 მგ-ს, პარაცეტამოლის 1200 მგ-ს და კოფეინის 300 მგ-ს). ტაბლეტი არ დაღეჭოთ, მიაყოლეთ მცირე რაოდენობით სითხე. ექიმის ან კბილის ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი წამლის გამოყენება 3-4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, რომელიც არ არის შეტანილი მოცემულ ჩამონათვალში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან უმეტესობა აშკარად დამოკიდებულია დოზაზე და ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
აცეტილსალიცილის მჟავის გვერდითი მოვლენები:
ხშირად: ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, მუცლის ტკივილი და მცირე სისხლდენები.
ხანდახან: გულისრევა, ღებინება, დიარეა.
იშვიათად: კუჭიდან სისხლდენა და წყლული, მომატებული მგრძნობელობა.
ინდივიდუალურ შემთხვევებში: თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოგლიკემია, ასევე კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ექსუდაციური ერითემის ჩათვლით).
დარღვევები ცნს-ის მხრივ, მათ შორის თავის ტკივილი, ღებინება, ყურებში შუილი, მხედველობის დარღვევა ან ძილიანობისკენ მიდრეკილება, ასევე რკინა-დეფიციტური ანემია (ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენების შემთხვევაში). მაღალმა დოზებმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, ისევე როგორც ნატრიუმისა და წყლის შეკავება(იხ. დოზის გადაჭარბება).
ინდივიდუალურ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ინდივიდუალურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესის მიმდინარეობის გაუარესება (მაგალითად ნეკროზული ფასციიტის განვითარება).
ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს არასტეროიდული საშუალებების ანთების დამთრგუნველ მოქმედებასთან. იშვიათ შემთხვევებში პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის შეწითლება, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი_ალერგიული რეაქციები ეკზანთემის განვითარებით. ინდივიდუალურ შემთხვევებში პარაცეტამოლის გამოყენებისას ასევე აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევები (კვინკეს შეშუპება, რესპირატორული დისტრესი, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა შოკურ დონემდე). ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ალერგიული თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევებში კი აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ინდივიდუალურ შემთხვევებში წინასწარგანწყობილ პაციენტებში შეინიშნება ბრონქოსპაზმი (ანალგეზიური ასთმა).
დენკალგინში არსებულმა კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, აფორიაქების გრძნობა, ტაქიკარდია და ჩივილები კუჭის მხრივ.
თუ თირკმელების ფუნქცია უკვე დარღვეულია და გამოხატულია თირკმლის უკმარისობა, მოცემული კომბინაციის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ანალგეზიური ნეფროპათიის განვითარების რისკს.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების, პარაცეტამოლისა და სხვა ინგრენდიენტებისადმი;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
– სისხლდენისადმი მიდრეკილება (ჰემორაგიული დიათეზი);
– ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
– 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის შედეგები არ არის ცნობილი. შესაბამისად, ორსულობის პირველ და მეორე თვეში დენკალგინის გამოყენება არ არის სასურველი. უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე თვეში.
აქტიური ნივთიერება აღწევს დედის რძეში – ძუძუთი კვებისას ბავშვის ქცევა შეიძლება შეიცვალოს კოფეინის ზემოქმედების გამო.
პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდით ან მაღალი დოზის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
– ბრონქიალური ასთმა;
– ანტიკოაგულანტებით თანმხლები მკურნალობა (მაგალითად კუმარინის ნაერთები, ჰეპარინი, მაგრამ არა ჰეპარინის გამოყენება სამკურნალოზე დაბალი დოზით);
– მომატებული მგრძნობელობა სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების/ანტირევმატიული საშუალებებისადმი;
– ქრონიკული და რეკურენტული გასტრიტი ან ჩივილები თორმეტგოჯა ნაწლავის მხრივ;
– ღვიძლის უკმარობა;
– თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; – ჟილბერტის სინდრომი (Meulengracht).
განსაკუთრებული ჩვენებები:
მწვავე ტკივილის მკურნალობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატი (ექიმის სხვა დანიშნულების გარეშე) უნდა იქნას გამოყენებული მცირე ხნის განმავლობაში, რადგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად არ არის გამორიცხული, რომ პარაცეტამოლის და აცეტილსალიცილის მჟავის ხანგრძლივად კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ტოქსიურობა. მოცემული პრეპარატით სიცხის დაწევამ შეიძლება მოახდინოს ძირითადი დაავადების მასკირება.
წინასწარ განწყობილ ან თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ასევე თირკმელსა და საშარდე ტრაქტში არსებული ინფექციისა და ანთებითი პროცესის არსებობის შემთხვევაში არ არის სასურველი მოცემული პრეპარატის მიღება ან წამალი გამოიყენება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებში. ხშირი მიღება არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის, ალკოჰოლიზმის, რევმატიზმის მკურნალობის, გაუწყლოების (მაგალითად დიარეის შემდეგ, მაღალი გარემო ტემპერატურისას, მომატებული ოფლიანობისას), მუდმივად დაბალი წნევის და ტრავმების დროს.
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივი მიღების უეცარი შეწყვეტისას ვითარდება თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ნევროზი და ვეგეტატიური სიმპტომები. მოხსნის სიმპტომები ძირითადად ქრება რამდენიმე დღის შემდეგ. ამის გათვალისწინებით არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. აცნობეთ თქვენს ექიმს/დანტისტს ქირურგიულ ჩარევამდე.
იმ პაციენტებს, ვისაც აღენიშნებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ჩივილები კუწ-ნაწლავის მხრივ, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები ან გულის უკმარობა, თერაპიის პერიოდში აუცილებელია მათი მონიტორინგი. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ან ასთმის ისეთი სიმპტომები, რომელიც სალიცილატების ან მასთან დაკავშირებული ნივთიერებების სიმპტომების მსგავსია, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებულ მხოლოდ სპეციალურ პირობებში (რეანიმაციის განყოფილებაში).
ასთმით და ცხვირის ლორწოვანის სიმსივნით (ცხვირის პოლიპები) დაავადებული პაციენტები უფრო მეტად რეაგირებენ არასტეროიდულ ანალგეტიზიურ საშუალებებზე, ვიდრე ასთმის შეტევების და კანის ლოკალური სიმსივნის მქონე პაციენტები. ეს ეხება ალერგიულ პირებსაც.
აცეტილსალიცილის მჟავა, მცირე დოზებში, აქვეითებს შერდმჟავას გამოყოფას. წინასწარგანწყობილ ადამიანებში ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა.
ყურადღება:
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვებში და მოზარდებში მოცემული კომბინაციის გამოყენების შესახებ. ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ სიცხიან ბავშვებში და მოზარდებში რეიეს სინდრომის თავიდან ასაცილებლად და ასევე ჰიპერთიროიდიზმის მქონე პაციენტებში.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს
ჭარბი დოზირება
მოცემული ნივთიერებების დოზის გადაჭარბების სიმპტომები და მკურნალობა დამოკიდებულია ნივთიერებათა ინდივიდუალური თვისებების გამოვლენაზე.
პარაცეტამოლის მაღალი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, 24-48 სთ-იანი ლატენტური პერიოდით. ჰეპატოციტების ნეკროზის შედეგად ირღვევა ღვიძლის ფუნქცია ღვიძლისმიერი კომის განვითარებამდე, რასაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური გამოსავალი. ამ ცვლილებებისგან დამოუკიდებლად დაფიქსირდა ასევე თირკმლის მილაკების ნეკროზი.
პარაცეტამოლის ინტოქსიკაციის სიმპტომები:
ფაზა 1 ( I დღე)
გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ძილიანობა და შიშის გრძნობა
ფაზა 2 (მე-2 დღე)
მდგომარეობის სუბიექტური გაუმჯობესება, ტანში ტეხვის მცირეოდენი შეგრძნება, ღვიძლის გადიდება, ტრანსამინაზების და ბილირუბინის დონის მომატება, თრომბოპლასტინის დროის მომატება, შარდვის შემცირება.
ფაზა 3 (მე-3 დღე)
ტრანსამინასამინაზების მომატებული დონე, სიყვითლე, შედედების დარღვევა, ჰიპოგლიკემია, ღვიძლისმიერი კომის განვითარება
აცეტილსალიცილის მჟავის ინტოქსიკაციის ხანმოკლე სიმპტომები:
300-350 მგ სალიცილის მჟავის/მლ-ზე მეტმა პლაზმურმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის სიმპტომები, ხოლო დაახლოებით (400) 500 მგ/მლ კონცენტრაციაზე კი ვითარდება კომატოზური, ლეტალური გამოსავალი.
მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის (მაგალითად ჰიპოკალემიის) დარღვევის, ჰიპოგლიკემიის, კანის ქავილის და კუჭ-ნაწლავის სისხლდენების გარდა, შემდეგი სიმპტომებიც იქნა დაფიქსირებული: ჰიპერვენტილაცია, შუილი ყურებში, გულისრევა, ღებინება, სმენის და მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და დაბნეულობა. მძიმე ინტოქსიკაციისას აღინიშნება ბოდვა, კანკალი, რესპირატორული დისტრესი, ოფლიანობა, სიმშრალე, ჰიპერთერმია და კომა.
აცეტილსალიცილის მჟავის ქრონიკული დოზის გადაჭარბების სიმპტომები- სალიცილიზმი (ცნს-ს ზოგადი დარღვევები).
კოფეინის ტოქსიური სიმპტომები (ცნს-ის მხრივ მოვლენები, კარდიოცირკულაციური რეაქციები მიოკარდიუმის დაზიანების ჩათვლით) შეიძლება გამოვლინდეს ხანმოკლე პერიოდში წამლის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში.
მკურნალობა:
დენკალგინით ინტოქსიკაციის შემთხვევაში, პირველი 6 სთ-ის განმავლობაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა ხოლო პირველი 8 სთ-ის განმავლობაში კი-ინტრავენურად SH -ჯგუფის წარმომადგენლების შეყვანა, როგორიცაა N-აცეტილ-ცისტეინი.
პლაზმაში პარაცეტამოლის რაოდენობა უნდა შემცირდეს დიალიზის მეშვეობით.
პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის შემდგომი მკურნალობა მიმდინარეობს ეტაპობრივად და ტარდება ზოგადი ინტენსიური თერაპია.
აცეტილსალიცილის მჟავის და კოფეინის ინტოქსიკაციის სიმპტომების მკურნალობისას, აქტიური ნივთიერებების აბსორბციის შესამცირებლად ახორციელებენ სტანდარტულ პროცედურებს (კუჭის ამორეცხვას და გააქტიურებული ნახშირის მიღებას), ახდენენ წყლის და ელექტროლიტების მონიტორინგს და არეგულირებენ ტემპერატურასა და სუნთქვას.
კოფეინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ცნს-ის სიმპტომებს და კრუნჩხვას მკურნალობენ დიაზეპამით, ხოლო სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიას კი-ადრენოცეპტორების ანტაგონისტებით (ბეტა ბლოკატორებით).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ სხვა ნებისმიერ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ინფორმაცია ასევე ეხება იმ პრეპარატებს, რომლებსაც იღებდით უახლოეს პერიოდში.ისეთი ანტიკოაგულანტების გამოყენება, როგორიცაა კუმარინის ნაერთები და ჰეპარინი, ზრდიან მის ეფექტს.
მისი კომბინირება კორტიკოსტეროიდებთან და ალკოჰოლთან ზრდის კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს.