ფლუცინარი N / FLUCINAR N
ფლუცინარი N / FLUCINAR N – FLUOCINOLONE ACETONIDE; NEOMYCIN
Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07CC02
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 15 გ,1 გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი. . . . . 0.25 მგ
ნეომიცინის სულფატი. . . . . . . . . . . .5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუცინარის მალამო შეიცავს ფლუოცინოლონის აცეტონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ანტიბიოტიკ ნეომიცინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები
ეგზემის სხვადასხვა ფორმები, ფსორიაზი, კანის სებორეული ანთება, ბრტყელი ლიქენი, ჟილბერის ვარდისფერი ლიქენი.
მწვავე ეგზემატოზური მდგომარეობები, გართულებული მეორადი ბაქტერიული ინფექციით.
ვინაიდან კრემს გააჩნია ფუძე მააბსორბირებელი თვისებებით, იგი აჩქარებს გამოშრობის პროცესს ექსუდაციური ცვლილებების დროს.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად 2-3 ჯერ დღეში.
ქრონიკული პროცესების და ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, მალამო და კრემიგამოიყენება ოკლუზიური საფენის სახით.
უკუჩვენებები
კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, ჩირქოვანი და ტუბერკულოზური ინფექციები.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250 Cტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Pharmaceutical Company JELFA S.A.