მედიკამენტები, ს.ს. “გრინდექსი”

ამიტრიპტილინი გრინდექსი / Amitriptyline Grindeks

ამიტრიპტილინი გრინდექსი / Amitriptyline Grindeks – გამოყენების ინსტრუქცია
ამიტრიპტილინი გრინდექსი შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ

ამიტრიპტილინი გრინდექსი შემოგარსული ტაბლეტები 25 მგ

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ამიტრიპტილინი (Amitriptylinum)

სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები.

მოქმედი ნივთიერება: ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდი10 მგ ან 25 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სახამებელი სიმინდის, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: საღებავი
ოპადრაი II ცისფერი 85F20753(10 მგ ტაბლეტებისათვის),საღებავი ოპადრაი II ყვითელი 85F22450 (25 მგ ტაბლეტებისათვის), კარნაუბის ცვილი.

აღწერა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ცისფერი გარსით (10 მგ ტაბლეტები) ან ყვითელი გარსით (25 მგ ტაბლეტები). განატეხზე- თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდეპრესიული საშუალება. კოდი ATX:N06AA09.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
ამიტრიპტილინი ტრიციკლური ანტიდეპრესანტია მონოამინების ნეირონული უკუმიტაცების არასელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფიდან. გააჩნია გამოხატული თიმოანალეფსური და სედაციური მოქმედება.
ამიტრიპტილინის ანტიდეპრესიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნორადრენალინის კონცენტრაციის მატებასთან სინაფსებში და/ან სეროტონინის მატებასთან ცნს-ში (ცენტრალურ ნერვულ სისტემაში), რაც გამოწვეულია მათი უკუმიტაცების შემცირებით. ამ ნეირომედიატორების დაგროვება ხდება პრესინაფსური ნეირონების მემბრანების მიერ მათი უკუმიტაცების ინჰიბირების შედეგად. ხანგრძლივი გამოყენებისას აქვეითებსთავის ტვინის ბეტა-ადრენერგული და სეროტონინური რეცეპტორების ფუნქციურ აქტივობას, ახდენს ადრენერგული და სეროტონინერგული გადაცემის ნორმალიზებას, აღადგენს ამ სისტემების წონასწორობას, რომელიც დარღვეულ იქნა დეპრესიული მდგომარეობებისას. შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობებისას ამცირებს შფოთვას, აჟიტაციას და დეპრესიულ გამოვლინებებს.
ამიტრიპტილინს ასევე გააჩნია პერიფერიული ანტიჰისტამინური (H1) და ანტიადრენერგული თვისებები, იწვევს ანტინევრალგიურ (ცენტრალურ ანალგეზურ), წყლულის საწინააღმდეგო და ანტიბულემიურ მოქმედებას, ეფექტურია ღამის შარდის შეუკავებლობისას.
ცენტრალური მაანალგეზირებელი მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს მონოამინების, განსაკუთრებით სეროტონინის კონცენტრაციის ცვლილებებთან ცნს-ში და ენდოგენურ ოპიოიდურ სისტემებზე ზეგავლენასთან.
ანტიბულემიური მოქმედების მექანიზმი გაურკვეველია (შესაძლებელია მსგავსია ანტიდეპრესიული მოქმედებისა). ბულიმიის შემცირება შეიძლება შეინიშნებოდეს თვით თანმხლები დეპრესიისშემცირების გარეშე.
ღამით შარდის შეუკავებლობისას ეფექტი განპირობებულია ანტიქოლინერგიული აქტივობით, რომელიც იწვევს შარდის ბუშტის ტონუსის დაქვეითებას, პირდაპირი ბეტა-ადრენერგული სტიმულაციით და ალფა-ადრენერგული აგონისტური აქტივობით, რომელსაც თან ახლავს სფინქტერის ტონუსის მატება და სეროტონინის უკუმიტაცების ცენტრალური ბლოკადა.
ანდიდეპრესიული მოქმედება ვითარდება გამოყენების დაწყებიდან 2 3 კვირის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა
ამიტრიპტილინი სწრაფად და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღების შემდეგ. ამიტრიპტილინის ბიოშეღწევადობა 30 60%, მისი აქტიური მეტაბოლიტის ნორტრიპტილინის 46 70%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (TCmax) 0,04 0,16 მკგ/მლ. მაქსიმალური კონცენტრაციის (თჩმახ) მიღწევის დრო შიგნით მიღებისას 2 7,7 საათი. განაწილების მოცულობა 5 10 ლ/კგ. სისხლში ეფექტური თერაპიული კონცენტრაციები ამიტრიპტილინისათვის 50 250 ნგ/მლ, ნორტრიპტილინისათვის 50 150 ნგ/მლ. ადვილად გაივლის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, მათ შორის ჰემატოენცეფალურ ბარიერს (მათ შორის ნორტრიპტილინი).
ამიტრიპტილინის კონცენტრაცია ქსოვილებში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 96%.
მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP2C19, CYP2D6ფერმენტული სისტემის მონაწილეობით, გააჩნია პირველი გავლის ეფექტი (დემეთილირების, ჰიდროქსილირების, N-ჟანგვის გზით) აქტიური მეტაბოლიტების ნორტრიპტილინის, 10-ჰიდროქსიამიტრიპტილინის და არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოიყოფა თირკმლებით (ძირითადად მეტაბოლიტების სახით) 80%, ნაწილობრივ ნაღველთან ერთად. N(T1/2) ამიტრიპტილინის სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდია 10 26 საათი, ნორტრიპტილინისათვის 18 44 საათი. სრული გამოყოფა 7 14 დღის განმავლობაში.
ამიტრიპტილინი გადის პლაცენტურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად პლაზმაში არსებულ კონცენტრაციებში.

ჩვენებები გამოყენებისათვის

  • ნებისმიერი ეთიოლოგიის დეპრესიები. გამოხატული სედაციური ეფექტის გამო განსაკუთრებით ეფექტურია შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობებისას.
  • შერეული ემოციური აშლილობები და ქცევის დარღვევები; ფობიური აშლილობები.
  • ბავშვთა ენურეზი (ჰიპოტონიური შარდის ბუშტის მქონე ბავშვების გამოკლებით).
  • ფსიქოგენური ანორექსია, ბულემიური ნევროზი.
  • ქრონიკული ტკივილის სინდრომი (ნევროგენული ხასიათის), შაკიკის პროფილაქტიკა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, ჭამის დროს ან მის შემდეგ (კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შესამცირებლად).
საწყისი სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 50 – 75 მგ (25 მგ 2-3 მიღებაზე), შემდეგ დოზას თანდათანობით ზრდიან 25 – 50 მგ ით სასურველი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღებამდე. ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 200 მგ (დოზის მაქსიმალური ნაწილი მიიღება საღამოს).
თერაპიის მიმართ რეზისტენტული, მძიმე დეპრესიებისას დოზას ზრდიან 300 მგ-მდე და მეტი, მაქსიმალურად ასატან დოზამდე (მაქსიმალური დოზა ამბულატორიული ავადმყოფებისათვის 150 მგ/დღეღამეში). ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება პრეპარატის ინექციური (კუნთში და ვენაში) ფორმის გამოყენებით, უფრო მაღალი საწყისი დოზების გამოყენებით და დოზირებების მატების დაჩქარებით სომატური მდგომარეობის კონქტროლის ქვეშ.
მყარი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღების შემდეგ 2 4 კვირაში დოზებს თანდათანობით და ნელა ამცირებენ. დოზების შემცირებისას დეპრესიის ნიშნების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა წინა დოზასთან დაბრუნება. თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება 3 4 კვირის განმავლობაში, შემდგომი თერაპია არ არის მიზანშეწონილი.
ხანდაზმულ ავადმყოფებში მსუბუქი დარღვევებისას, ამბულატორულ პრაქტიკაში დოზები შეადგენს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ მაქსიმალურად, რამოდენიმე მიღებაზე დაყოფით ან 1 ჯერ დღეღამეში ძილის წინ.
ენურეზისას 6 წელს ზევით ბავშვებში ინიშნება 12,5 25 მგ ძილის წინ (დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის სხეულის მასის 2,5 მგ/კგ-ს).
შაკიკის პროფილაქტიკისათვის, ნევროგენული ხასიათის ქრონიკული ტკივილებისას (მათ შორის ხანგრძლივი თავის ტკივილებისას) გამოიყენება 12,5 25 მგდან 100 მგ-მდე/დღეღამეში (დოზის მაქსიმალური ნაწილი მიიღება ძილის წინ).

უკუჩვენებები

  • ამიტრიპტილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
  • მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორებთანკომბინაცია და (მაო-ს) ინჰიბიტორებითმკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე (იხ. ურთიერთქმედება )
  • ატრიოვენტრიკულური (AV) და პარკუჭშიდა გამტარობის (ჰისის კონის ფეხისბლოკადა, AV ბლოკადა II სტ.) მძიმე დარღვევები
  • გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში
  • მიოკარდიუმის ინფარქტი (მწვავე და აღდგენითი პერიოდი)
  • გულის კუნთის გამტარობის დარღვევები
  • გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია
  • ღვიძლისა და თირკმლის მწვავე დაავადებები ფუნქციის გამოხატული დარღვევით
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავის პარალიზურიგაუვალობა
  • შარდის ბუშტის ატონია
  • წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა
  • მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
  • საძილე, მაანალგეზირებელი და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების მწვავეინტოქსიკაცია
  • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი
  • 6 წლამდე საბავშვო ასაკი.

გვერდითი მოქმედება

ძირითადად დაკავშირებულია პრეპარატის ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებასთან: მხედველობის მკაფიოობის დაქვეითება, აკომოდაციის დამბლა, მიდრიაზი, თვალისშიდა წნევის მომატება (მხოლოდ ლოკალური ანატომიური წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში წინა კამერის ვიწრო კუთხის არსებობა) ტაქიკარდია, პირის სიმშრალე, გონების დარღვევები (დელირიუმი ან ჰალუცინაციები), ყაბზობა, ნაწლავური გაუვალობა, შარდვის შეკავება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლდენის შემცირება. ყველა ეს მოვლენა ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის მიმართ ადაპტაციისას ან დოზის შემცირების შემდეგ.
ნერვული სისტემის მხრიდან: ძილიანობა ან უძილობა, გონების დაკარგვის ეპიზოდები, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში), პანიკა, მოძრაობითი აგზნება, მანია, ჰიპომანია, მეხსიერების დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კოშმარული სიზმრები, სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიზართრია (მეტყველების დარღვევა), ტრემორი, პერიფერიული ნეიროპათია (დაბუჟების, ჟრუანტელის და ჩხვლეტის შეგრძნებები), მიასთენია, მიოკლონუსი (უეცარი კუნთოვანი სპაზმი), ატაქსია, ცვლილებები ელექტროენცეფალოგრამაზე, აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, დეპრესიის გაძლიერება, მთქნარება. იშვიათად ექსტრაპირამიდული აშლილობები, კრუნჩხვები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ორთოსტატური ჰიპოტენზია, პაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ გულის დაავადებები- არასპეციფიური ცვლილებები ეკგ-ზე (ST ინტერვალის ან T კბილანას მხრივ), არტერიული წნევის დაქვეითება ან მატება, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა (QRS კომპლექსის გაფართოება, PQ ინტერვალის ცვლილებები, ჰისის კონის ფეხის ბლოკადა), გულის უკმარისობის სიმპტომები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: გულისრევა, იშვიათად ჰეპატიტი (ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და ქოლესტატური სიყვითლის ჩათვლით), ღებინება, წვისდა დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, გასტრალგია, მადის და სხეულის მასის მომატება ან მადის და სხეულის მასის შემცირება, სტომატიტი, გემოს შეცვლა, დიარეა, ანორექსია, ენის ფერის დამუქება.

ენდოკრინული სისტემის მხრიდან: საკვერცხეების ზომებში მატება (შეშუპება), სარძევე ჯირკვლების ზომების მომატება მამაკაცებში და ქალებში, გალაქტორეა, ლიბიდოს დაქვეითება და მომატება, პოტენციის დაქვეითება, ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია (ვაზოპრესინის გამომუშავების დაქვეითება), ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი, გლუკოზურია (შარდში გლუკოზის არსებობა), გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა.

სისხლმბადი ორგანოების მხრიდან: აგრანულოციტოზი (სისხლში მარცვლოვანი ლეიკოციტების რაოდენობის არარსებობა ან შემცირება), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პურპურა, ეოზინოფილია.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება (კანის, სახის, ტუჩების, ენის და ლორწოვანი გარსების უეცარი და გამოხატული შეშუპება).

სხვები: თმის ცვენა, ხმაური ყურებში, შეშუპებები, ჰიპერპირექსია (სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა), ლიმფური კვანძების გადიდება, გახშირებული შარდვა.
გამოყენების შეწყვეტის სიმპტომები: ხანგრძლივი მკურნალობის (განსაკუთრებით მაღალ დოზებში) გამოყენების უეცარი შეწყვეტისას თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეუძლოდ ყოფნა, ძილის დარღვევები, უჩვეულო სიზმრები, აგზნება, მოძრაობითი მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა.
პრეპარატის მიღებასთან კავშირი არ არის დადგენილი: მგლურას მაგვარი სინდრომი (მიგრირებადი ართრიტი, ანტინუკლეური ანტისხეულების გაჩენა და დადებითი რევმატოიდული ფაქტორი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, აგევზია.
თუ ინსტრუქციაში მითითებულიდან ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მწვავდება ან თქვენ შენიშნეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები
ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ბრონქული ასთმა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და ეპილეფსია, სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა, სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები (სტენოკარდია, არითმია, გულის ბლოკადები, გარდა უკუჩვენებებში მითითებულებისა, გულის ქრონიკული უკმარისობა, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია), ინსულტი, თვალისშიდა ჰიპერტენზია, ღვიძლისა და/ან თირკმლის უკმარისობა, ჰიპერთირეოზი, შარდის შეკავება, შარდის ბუშტის ჰიპოტონია, შიზოფრენია (შესაძლებელია ფსიქოზის აქტივაცია), ხანდაზმული ასაკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ექსპერიმენტულ კვლევებში ამიტრიპტილინმა გამოავლინა არახელსაყრელი ზემოქმედება ნაყოფზე, მაგრამ ორსულობის დროს ამიტრიპტილინის გამოყენების ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი უსაფრთხოების კლინიკური ცდები არ ჩატარებულა. ორსულობის პერიოდში ამიტრიპტილინი არ გამოიყენება (ნახ. უკუჩვენებები ).
ამიტრიპტილინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მეძუძურ ბავშვებში. ამიტომ, თუ ამიტრიპტილინით მკურნალობა დედისათვის აუცილებელია, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება
ამიტრიპტილინით მკურნალობის პერიოდში აკრძალულია სატრასნპორტო საშუალებების მართვა და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეებით დაკავება, რომლებიც ითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, ასევე დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ამიტრიპტილინი აძლიერებს ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას შემდეგი სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში: ნეიროლეფსიურები, ანალგეტიკები, სედაციური და საძილე საშუალებები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანესთეზურები, ალკოჰოლი; ავლენს სინერგიზმს სხვა ანტიდეპრესანტებთან ურთიერთქმედებისას.
ამიტრიპტილინის ერთობლივი გამოყენებისას ნეიროლეფსიურებთან და/ან ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან შეიძლება გაჩნდეს ფებრილური ტემპერატურული რეაქცია, პარალიზური ნაწლავური გაუვალობა.
ამიტრიპტილინი ახდენს კატექოლამინების და სხვა ადრენოსტიმულატორების ჰიპერტენზიული ეფექტების პოტენცირებას, რაც ზრდის გულის რითმის დარღვევების, ტაქიკარდიის, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, მაგრამ ახდენს იმ პრეპარატების ინჰიბირებას, რომლებიც ზემოქმედებენ ნორადრენალინის გამოთავისუფლებაზე.
ინტრანაზალურად ან ოფტალმოლოგიაში გამოსაყენებადი (მნიშვნელოვანი სისტემური შეწოვისას) ალფა-ადრენოსტიმულატორებთან კომბინაციისას შეიძლება გაძლიერდეს მათი სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.
ამიტრიპტილინს შეუძლია შეამციროს გუანეთინის, კლონიდინის, ბეტანიდინის, რეზერპინის და მეთილდოპის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.
კოკაინთან ერთდროული გამოყენებისას მატულობს გულის არითმიების განვითარების რისკი.
ამიტრიპტილინისა და ანტიკოაგულანტების (კუმარინის წარმოებულების) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა უკანასკნელთა ანტიკოაგულაციური აქტივობის მატება.
ამიტრიპტილინი აძლიერებს პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებების და სხვა პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც იწვევს ექსტრაპირამიდულ რეაქციებს.
ქინიდინი ანელებს ამიტრიპტილინის მეტაბოლიზმს.
ამიტრიპტილინის დისულფირამთან და აცეტალდეჰიდროგენაზას სხვა ინჰიბიტორებთან კომბინაციამ შეიძლება მოახდინოს დელირიუმის პროვოცირება.
ესტროგენისშემცველი პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ამიტრიპტილინის ბიოშეღწევადობა; ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები (ქინიდინის ტიპის) აძლიერებენ რითმის დარღვევის რისკს (შესაძლოა ამიტრიპტილინის მეტაბოლიზმის შენელება).
პიმოზიდს და პრობუკოლს შეუძლიათ გააძლიერონ გულის არითმიები, რაც ვლინდება ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებით.
ამიტრიპტილინმა შეიძლება გააძლიეროს გლუკოკორტიკოსტეროიდებით გამოწვეული დეპრესია.
თირეოტოქსიკოზის სამკურნალოდ გამოსაყენებადი საშუალებები ზრდიან აგრანულოციტოზის განვითარების რისკს.
H1 – ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებთან, ასევე კლონიდინთან კომბინაციისას ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება, ატროპინთან გამოყენებისას ზრდის პარალიზური ნაწლავის გაუვალობის გაჩენის რისკს.
კუნჩხვისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციისას შესაძლებელია ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება, კრუნჩხვითი აქტივობის ზღურბლის დაწევა (მაღალ დოზებში გამოყენებისას) და უკანასკნელთა ეფექტურობის დაწევა.
მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ახანგრძლივებენ ნახევრადგამოყოფის პერიოდს, ზრდიან ამიტრიპტილინის ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება 20-30%-ით), ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ნიკოტინი და პერორალური კონტრაცეპტივები) დაბლა სწევენ ამიტრიპტილინის კონცენტრაციას პლაზმაში და ამცირებენ ეფექტურობას.
ფლუოქსეტინი და ფლუვოქსამინი ზრდიან ამიტრიპტილინის კონცენტრაციას პლაზმაში (შეიძლება საჭირო გახდეს ამიტრიპტილინის დოზის შემცირება 50%-ით).
ქოლინობლოკატორებთან, ფენოთიაზინებთან და ბენზოდიაზეპინებთან ერთობლივი გამოყენებისას სედაციური და ცენტრალური ქოლინომაბლოკირებელი ეფექტების ურთიერთ გაძლიერება და ეპილეფსური შეტევების გაჩენის რისკის მატება (კრუნჩხვითი აქტიურობის ზღურბლის დაწევა); ფენოთიაზინებს, ამას გარდა, შეუძლიათ გაზარდონ ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომის გაჩენის რისკი.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ერთობლივი გამოყენებისას თერაპიული და ტოქსიკური მოქმედების ურთიერთ გაძლიერება (გულის არითმიები და ცნს-ზე მასტიმულირებელი მოქმედება).
სხვა ჰემატოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლოა ჰემატოტოქსიურობის გაძლიერება.
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან (შესაძლებელია ჰიპერპირექსიის პერიოდების სიხშირის გაზრდა, მძიმე კრუნჩხვები, ჰიპერტონიული კრიზები და ლეტალური შედეგი). მაო -ს ინჰიბიტორების და ამიტრიპტილინის მიღებებს შორის მკურნალობაში შესვენება უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 14 დღეს!

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გონების დაბინდვა, აგზნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დონის დათრგუნვა კომის ჩათვლით, კუნთების რიგიდობა, კრუნჩხვითი შეტევები, გუგების გაფართოება, დიზართრია, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, სხეულის ტემპერატურის მატება, ღებინება; არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია, არითმია, გულის კუნთის გამტარობის დარღვევა, რომლებიც დამახასიათებელია ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ინტოქსიკაციისათვის, ეკგ-ს (განსაკუთრებით QRS) ცვლილებები, შოკი, გულის უკმარისობა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში გულის გაჩერება.
მკურნალობა: ამიტრიპტილინით თერაპიის შეწყვეტა, კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სითხის ინფუზია, სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია, არტერიული წნევის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება.
ნაჩვენებია კარდიოლოგიური (ეკგ-ს ჩათვლით) მონიტორირება 5 დღის განმავლობაში (რეციდივი შეიძლება დადგეს 48 საათში და მოგვიანებით), კრუნჩხვისსაწინააღმდეგო თერაპია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები. ჰემოდიალიაზი და ფორსირებული დიურეზი არაეფექტურია.
ჭარბ დოზირებაზე ეჭვის გაჩენისას პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს სტაციონარში.

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

შენახვის ვადა
4 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინქლორიდის ფირისაგან და ალუმინისფოლგისაგან.5 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში

მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს გრინდექსი , კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია.
ტელ: +371 670083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: grindeks@grindeks.lv