ჯანმრთელი კვება

დაბალკალორიული ყვავილოვანი კომბოსტო

დაბალკალორიული ყვავილოვანი კომბოსტოყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით.

საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ ცე ვიტამინის სადღეღამისო დოზით. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე რომ, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს.

ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვა.

ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც.