ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ნიმუშები შეამოწმება, სადაც 9 შემთხვევაში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა.
სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. შემოწმებისას მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის, ხინკლის, გუფთის, ბლინის, ქაბაბისა და ბასტურმის 7 ნიმუშში ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში-ცხენის და ვირის ხორცი აღმოჩნდა .
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მწარმოებლები 1 000-1 000 ლარით დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სააგენტო განახორციელებს.
დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები სია:
- ი/მ დავით წოწკოლაური – ბასტურმაში ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
- შპს ,,მადა“ – ხინკალში “სუპერი”ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
- შპს ,,კედარი“ – ხინკალშიცხენის დნმ აღმოაჩინეს;
- შპს ,,ლაშარი“ – ხინკალში ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
- შპს ,,ლაშარი“ – ბლინში ცხენის და ვირის დნმ აღმოაჩინეს;
- შპს ,,ლაშარი“ – გუფთაში ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
- შპს ,,მერკადო” – აგრარულ ბაზარში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს;
- შპს ,,მერკადო“ – აგრარულ ბაზარში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს;
- შპს „გიო“ – ქაბაბში ცხენის დნმ აღმოაჩინეს.