C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2020 წლამდე იმოქმედებს
ჰეპატიტი არის ანთება, რომელიც ხელს უშლის ღვიძლის ფუნქციონირებას. ყველაზე მეტად გავრცელებულია A, B და C ვირუსები. ყველაზე მეტად გავრცელებულია A, B, C ჰეპატიტები. C ჰეპატიტი დღეისათვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მისი აქტუალობა დღითიდღე იზრდება.
საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა 2020 წლამდე ხორციელდება.
პროგრამა ითვალისწინებს: დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პრევენციას.
პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები 100%-ით ფინანსდება.
პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს: „ეპკლუსა” და „ჰარვონი”. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტს: „რიბავირინს”.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.
- სკრინინგი-C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სკრინინგული კვლევა. ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელია უსასყიდლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცენტრალურ და რეგიონულ ფილიალებში, NCDC მობილური ამბულატორიების მეშვეობით, პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში და იუსტიციის სახლებში.
- კვლევა-ანტი HCV დადებითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი იტარებს კონფირმაციულ კვლევას C ჰეპატიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად. კვლევის ჩატარება შესაძლებელია C ჰეპატიტის მართვის პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბენეფიციარი იტარებს სხვა კვლევებს, მათ შორის გენოტიპირების ანალიზს. პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულად ფინანსდება.
- რეგისტრაცია -კვლევების დასრულების შემდეგ, პროვაიდერი კლინიკა აგზავნის სრულ დოკუმენტაციას სოციალური მომსახურების საგენტოში განსახილველად. ამდენად, პაციენტს არ მოუწევს დამატებით სააგენტოში/სააგენტოს ფილიალებში მისვლა რეგისტრაციისთვის. ასევე, გამარტივებულია კომისიური განხილვის მექანიზმი, რაც ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სააგენტო პაციენტის რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ ავტომატურად გადაამისამართებს შემთხვევას კომისიის ველში. პაციენტი რეგისტრაციიდან არაუმეტეს 7-10 სამუშაო დღის ვადაში შეძლებს მკურნალობის დაწყებას.
- მკურნალობა-განცხადების კომისიური წესით განხილვის შემდეგ პაციენტები გადამისამართდებიან სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად.