მწვავე ფარინგიტი
მწვავე ფარინგიტი ოროფარინგეალური არის ანთებითი პროცესია. მწვავე ფარინგიტი შეიძლება აღწერილი იქნეს როგორც ყელის ტკივილი.
ძირითადი ეტიოლოგიური (გამომწვევეი) ფაქტორებია:
- ვირუსი (40%): რინოვირუსი, კორონავირუსი, ექოვირუსი, კოკსაკი, გრიპის და პარაგრიპის ვირუსი. შედარებით იშვიათია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ადენოვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი;
- ბაქტერიული (30%) ფლორა — A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი განაპირობებს ფარინგიტის შემთხვევათა 10-15%-ს მოზრდილებში და 30%-ს ბავშვებში;
- ქიმიური (სიგარეტის მოხმარება);
- მექანიკური აგენტი (ნაკაწრი, ნაჩხაპნი ძვლის აგმენტით);
- ალერგია;
- პოსტნაზალური წვეთი;
- იშვიათად კიბო (ადრეულ სტადიაში კიბო ხშირად ლინდება ტკივილის სიმპტომით).
ფარინგიტის კლასიკური სიმპტომებია:
- ყელის ტკივილი;
- დისფაგია (ყლაპვის გაძნელება);
- ცხელება;
- საერთო სისუსტე;
- თავის ტკივილი;
- ტემპერატურის უეცარი მატება (38-ზე მეტი) შემცივნების გარეშე.
ობიექტური გამოკვლევისას ვლინდება ხახისა და ნუშურა ჯირკვლების ანთებითი ცვლილებები (ჰიპერემია, შესივება), ჩირქოვანი ნადები ნუშურა ჯირკვლებზე, კისრის წინა ლიმფური ჯირკვლების შესივება. მათი არსებობის შემთხვევაში დაავადების ბაქტერიული ეტიოლოგია უფრო შესაძლებელია.
დაავადების ვირუსულ ეტიოლოგიაზე მიუთითებს:
- ცხვირიდან გამონადენი,
- ხველა,
- ხმის ჩახლეჩა,
- კონიუნქტივიტი და დიარეა;
იშვიათად მწვავე ფარინგიტი შეიძლება იყოს მწვავე ეპიგლოტიტის ან ზემო სასუნთქი გზების სხვა სერიოზული დაავადების გამოვლენა.
მწვავე ფარინგიტის დიაგნოზი ეყრდნობა:
- კლინიკურ ნიშნებს.
- ლაბორატორიულ გამოკვლევებს: ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ან ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტი.
სპეციალისტის კონსულტაცია საჭიროა:
- პერიტონზილარულ ცელულიტსა ან აბსცესზე საეჭვო შემთხვევებში;
- თუ სახეზეა დისფაგია;
- თუ სახეზეა დეჰიდრატაცია;
- თუ ყელის ტკივილს თან ახლავს სტრიდორი ან სუნთქვის გაძნელება (სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია).
მწვავე ფარინგიტის ყველა შემთხვევა არ არის ბაქტერიული ეტიოლოგიის, ასე რომ ალოგიკურია მწვავე ფარინგიტის ყველა შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს ანტიბიოტიკი. ადექვატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ხშირად სავსებით საკმარისია მკურნალობისათვის.
შესაძლოა მოხდეს მწვავე ფარინგიტის რეციდივი. მისი მიზეზებია: არაადექვატური ანტიბიოტიკოთერაპია, პენიცილინ-რეზისტენტული ბეტა-ლაქტამის მაპროდუცირებელი შტამები.
¾ ტონზილექტომია მორეციდივე ფარინგიტის დროს ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:
- მწვავე ფარინგიტის მიზეზი ტონზილიტია;
- ერთი წლის განმავლობაში აღინიშნება მწვავე ფარინგიტის 5 ან მეტი ეპიზოდი;
- სიმპტომები გრძელდება, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში;
- მწვავე ფარინგიტის მიმდინარეობა ისეთი მძიმეა, რომ ხელს უშლის ავადმყოფის ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას.