ასკორგემი
ასკორგემი /ASCORGEM – ASCORBIC ACID
P.P.F. GEMI , პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11GA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
პერორალურად მისაღები წვეთები: ფლაკონში წვეთსაზომით 20 მლ (1 წვეთი = 5 მგ)1 მლ
ასკორბინის მჟავა . . . . . . . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ლიმონმჟავა, წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
Cვიტამინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ასკორბინის მჟავას გააჩნია გამოხატული აღმდგენი თვისებები, მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლის, ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, სისხლის შედედების, კაპილარების გამტარობის, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, სტეროიდული ჰორმონების, კოლაგენის, პროკოლაგენის სინთეზში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციაში, ჭრილობების შეხორცებაში, რკინის ათვისების მექანიზმში. ასკორბინის მჟავა ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ვიტამინი ჩ-ს ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმიდან სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით, შარდის pH-ის უმნიშვნელოდ დაქვეითებით.
ჩვენებები
მისი გამოყენება რეკომენდებულია Cვიტამინის დამატებითი შეყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებულ ყველა კლინიკური სიტუაციის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში: რეკონვალესცენციის პერიოდში, დაბალკალორიული ან საკვები ნივთიერებებით ღარიბი დიეტის დროს, ახალშობილების ხელოვნური კვების დროს. პრეპარატი განსაკუთრებით ნაჩვენებია ბავშვებისათვის.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის გამოყენება შეიძლება სუფთა სახით ან წვენთან, რძესთან და ა.შ. ერთად.
ახალშობილი და ჩვილი ბავშვები: პედიატრის დანიშნულებით.
1 წელზე უფროსი და 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 10 წვეთი დღეში.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 15-20 წვეთი დღეში.
გვერდითი მოვლენები
ვიტამინი Cკარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი გამოყენებისას ასკორბინის მჟავას დიდი დოზებით (დღეში 1 გ-ზე მეტი) გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭის მხრივ (გულძმარვა, ფაღარათი), შარდის მჟავე რეაქცია, რაც ხელს უწყობს კონკრემენტების წარმოქმნას (შარდმჟავა, მჟაუნამჟავა ან ფოსფატური დიათეზი), ასევე შეიძლება აღინიშნოსკუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაზე მასტიმულირებელი მოქმედება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ასკორბინის მჟავას მიმართ. არ შეიძლება დღეში 1 გ-ზე მაღალი დოზებით მიღება შარდკენჭოვანი დაავადების ან შარდში ოქსალატების მაღალი კონცენტრაციის დროს. არ შეიძლება შარდმჟავა დიათეზისა და ცისტინურიის დროს გამოყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ასკორბინის მჟავა ამცირებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ზრდის კრისტალურიის წარმოქმნის რისკს სალიცილატებით მკურნალობისას. აძლიერებს რკინის შეწოვას. სინერგულად მოქმედებს ფლავონურ გლიკოზიდებთან.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25º C ტემპერატურაზე, დახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
P.P.F. GEMI