რიმანტადინ-გრინდექსი / Rimantadine-Grindeks
რიმანტადინ-გრინდექსი / Rimantadine-Grindeks
50 მგ ტაბლეტები
Rimantadini hydrochloridum
გამოყენების ინსტრუქცია – ინფორმაცია პაციენტისათვის:
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს წამალი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა უკეთესი შედეგის მისაღწევად Rimantadine-Grindeksუნდა გამოიყენოთ ინსტრუქციის თანახმად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ ფარმაცევტს.
- თუ თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა პრეპარატის მიღებიდან სამი დღის გასვლის შემდეგ, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
- თუ თქვენში შეინიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში ან თუ აღწერილი გვერდითი მოქმედება მძიმედ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ინსტრუქციაში შეიძლება გაგება:
- რა არის Rimantadine-Grindeksდა რისთვის გამოიყენება იგი
- Rimantadine-Grindeksის მიღებამდე
- როგორ მიიღება Rimantadine-Grindeks
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ შევინახოთ Rimantadine-Grindeks
- უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
1. რა არის RIMANTADINE GRINDEKSდა რისთვის იყენებენ მას
Rimantadine-Grindeks ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. პრეპარატის Rimantadine-Grindeksაქტიური ნივთიერება რიმანტადინის ჰიდროქლორიდი (შემდგომ ტექსტში რიმანტადინი). პრეპარატი ეფექტურია A ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.
Rimantadine-Grindeksგამოიყენება A ტიპის გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის დაავადების ადრეულ ეტაპზე მოზრდილებში და 10 წელს ზევით ასაკის ბავშვებში და ეპიდემიის პერიოდში A ტიპის გრიპის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში 10 წელზე უფროსი ასაკის და მაღალი რისკის მქონე მოზრდილებში (ხანდაზმულები, პაციენტები დაქვეითებული ჯანმრთელობით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და სხვა.)
2. RIMANTADINE GRINDEKSის მიღებამდე
არ მიიღოთ ღიმანტადინე-Gრინდეკს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია რიმანტადინის, ადამანტანის სხვა წარმოებულების და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება;
- თუ გაქვთ თირკმელების მწვავე და/ან ქრონიკული დაავადება;
- თუ გაქვთ თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია);
- თუ ხართ ორსული ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
Rimantadine-Grindeks -ის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ გაქვთ კუჭისა და ნაწლავის ფუნქციის დარღვევა;
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- თუ გაქვთ გულის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.
ამ შემთხვევებში რეკომენდებულია Rimantadine-Grindeks -ის დოზის შემცირება (იხ. პუნქტი 3).
თუ გაქვთ ეპილეფსია და იღებთ კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებს, Rimantadine-Grindeks ის მიღებისას მატულობს ეპილეფსიისრისკის ხარისხი. ამ შემთხვევაში ამცირებენ Rimantadine-Grindeks -ის დოზას 100 მგ-მდე დღეში. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში Rimantadine-Grindeks -ის მიღებას წყვეტენ.
შესაძლოა განვითარდეს ტოლერანტობა რიმანტადინის მიმართ. მისი განვითარების შესამცირებლად გრიპის მკურნალობას წყვეტენ სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩვეულებრივ 5 დღის ან 24-48 საათის შემდეგ სიმპტომების გაქრობიდან. უნდა აღინიშნოს, რომ რიმანტადინის მიმართ ტოლერანტობისგანვითარება არის მისი გამოყენების მთავარი პრობლემა.
გრიპის ლოკალური ეპიდემიის პროფილაქტიკა უნდა ჩაუტარდეს ყველა კონტაქტურ პერსონას ვაქცინაციისგან დამოუკიდებლად არა ნაკლებ 1 კვირის განმავლობაში.
სხვა პრეპარატების გამოყენება
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობდით ბოლო დროს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების შესახებ.
პარაცეტამოლი და აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს რიმანტადინის ეფექტურობას. ციმეტიდინმა შესაძლოა გააძლიეროს რიმანტადინის მოქმედება.
Rimantadine-Grindeks -ის მიღება საჭმელთან ერთად
საჭმელი გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. სასურველია უარი თქვათ ალკოჰოლის მიღებაზე, რადგან შესაძლებელია არასასურველი რეაქციები ნერვული სისტემის მხრიდან.
ორსულობის პერიოდი და ძუძუთი კვება
არ შეიძლება პრეპარატის მიღება.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, სიფრთხილით უნდა მიიღონ პრეპარატი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ღიმანტადინე-Gრინდეკს-ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე
Rimantadine-Grindeks-ის შემადგენლობაში არის ლაქტოზას მონოჰიდრატი. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა Rimantadine-Grindeks-ის მიღებამდე ჩაიტაროთ ექიმის კონსულტაცია.
როგორ მივიღოთ Rimantadine-Grindeks
გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ წყლის დაყოლებით.
გრიპის სიმპტომების გაჩენის შემდეგ საჭიროა შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოთ Rimantadine-Grindeks -ის მიღება.
თერაპიული ეფექტი გამოხატულია, თუ პრეპარატი მიიღება დაავადების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.
გრიპის მკურნალობა
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წელზე ზევით ასაკის: 2 ტაბლეტი (100 მგ) 2 ჯერ დღეში.
ბავშვების მიერ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკის ზევით): 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში : 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ღვიძლის დაზიანებების მქონე პაციენტებმა საგულდაგულოდ თვალყური უნდა ადევნონ პრეპარატის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჭირო არ არის პრეპარატის დოზის შერჩევა.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით : 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. Mმრავალჯერადი მიღებისას შესაძლებელია ორგანიზმში რიმანტადინის მეტაბოლიტების დაგროვება, ამიტომ პრეპარატის მიღება პაციენტებში საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმის თირკმელების ფუნქციის დაზიანებებით, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ და საჭიროებისას თან ახლდეს დოზირების შერჩევა.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღე.
გრიპის პროფილაქტიკა
მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე უფროსი ასაკის: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.
პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფის და ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევებით: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღება საჭიროა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად ეპიდემიის დაწყებასთან ერთად. პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მთელი ეპიდემიის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 2 კვირისა.
ეპიდემიის ლოკალური კერის დროს კონტაქტურმა პირებმა უნდა მიიღონ რიმანტადინი 50 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
თუ მიიღეთ დანიშნულზემეტიRimantadine-Grindeks
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks , დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
3. თუ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeksის მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeksის მიღება ჩვეულ დროს, მაშინ გააკეთეთ ეს, როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ ჩვეულებრივად მიღება. დავიწყებული დოზის ჩასანაცვლებლად არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად Rimantadine-Grindeksმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია გავრცელების სიხშირის შესაბამისად:
ძალიან ხშირად ერთი ან 1-ზე მეტი 10 პაციენტიდან;
ხშირად 1-ზე ნაკლები10-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტიდან;
იშვიათად 1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 1 000 პაციენტიდან;
იშვიათად 1-ზე ნაკლები 1 000-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 10 000 პაციენტიდან;
ძალიან იშვიათად 1-ზე ნაკლები 10 000 პაციენტიდან.
გულის ფუნქციის დარღვევები: იშვიათად ტაქიკარდია, გულის უკმარისობა (გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის დაქვეითება), ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (გულის რითმის დარღვევა), გულის ფრიალი.
ნერვული სისტემის მხრიდან დარღვევები: ხშირად უძილობა, იშვიათად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული აგზნებადობა, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, ძილიანობა, დამძიმებული განწყობა, მეტისმეტად ამაღლებული გუნება-განწყობა, სპონტანური მოძრაობები, ტრემორი, ჰალუცინაციები, არეულობა, კრუნჩხვები, ყნოსვის შეცვლა ან დაკარგვა.
სმენის ორგანოების მხრივ: იშვიათად შუილი ყურებში.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად ქოშინი, ბრონქოსპაზი, ხველა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევები: ხშირად ღებინება, გულისრევა, იშვიათად მადის დაკარგვა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილები, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევვები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები: იშვიათად -გამონაყარი.
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები: იშვიათად -მომატებული სისხლის არტერიული წნევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის წასვლა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: იშვიათად -სისუსტე.
გვერდითი მოვლენების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის მხრივ, მატულობს რეკომენდებული დოზის გაზრდისას.
ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდებული დოზის მომატებისას შეინიშნებოდა ცრემლდენა, გახშირებული შარდვა, ციებ-ცხელება, ყაბზობა, ოფლიანობა, პირის ლორწოვანას ანთება, კანის დაქვეითებული მგრძნობელობა, თვალების ტკივილი.
ჩვეულებრივ გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენ გაგიჩნდათ მსგავსი, ან სხვა ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, საჭიროა ექიმის კონსულტაცია პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით.
5. Rimantadine-Grindeksის შენახვა
შეინახეთ არა უმეტეს 25 0 C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ მიიღოთ Rimantadine-Grindeksშეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვარგისობის ვადაში მითითებული თვის უკანასკნელ დღემდე.
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის გამოუყენებელი ნარჩენების ლიკვიდაციის შესახებ. ეს დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
6. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
რას შეიცავს Rimantadine-Grindeks
- აქტიური ნივთიერება რიმანტადინის ჰიდროქლორიდი.
- სხვა კომპონენტები: ლუდიპრესი (შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, პოვიდონს, კროსპოვიდონს), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
Rimantadine-Grindeks ტაბლეტების გარეგნული შესახედაობა და შეფუთვა
თეთრი და თითქმის მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლით.
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ან 3 ბლისტერი მუყაოს შეკვრაში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს გრინდექსი . კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელ: 67083205; ფაქსი: 67083505
ელ-ფოსტა: grindeks@grindeks.lv
ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია აქცეპტირებულია 11/2009