მედიკამენტები, ს.ს. “გრინდექსი”

აქსასტროლი / AXASTROL

აქსასტროლი / AXASTROL– 1 მგ შემოგარსული ტაბლეტები
Anastrozolum
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
პრეპარატისმიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი გამოწერილია თქვენთვის, არ მისცეთ იგი სხვას. ამას შეუძლია ზიანის მიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მეორე ადამიანს აქვს მსგავსი სიმპტომები.
  • თუ თქვენში შეინიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში ან თუ აღწერილი გვერდითი მოქმედება მძიმედ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციაში შეიძლება გაგება:

  1. რა არის Axastrol და რისთვის გამოიყენება იგი
  2. Axastrolის მიღებამდე
  3. როგორ მიიღება Axastrol
  4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
  5. როგორ შევინახოთAxastrol
  6. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია

1. რა არის Axastrol და რისთვის იყენებენ მას

Axastrol მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც ეძახიან არომატაზის ინჰიბიტორებს. ის ამუხრუჭებს არომატაზის ზოგიერთ ეფექტს; არომატაზა არის ენზიმი, რომელიც ზრდის ორგანიზმში ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონეს.
Axastrol გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.

2. Axastrol ის მიღებამდე

არ მიიღოთ Axastrol შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ანასტროზოლის ან Axastrol-ის რომელიმეკომპონენტების მიმართ;
  • თუ თქვენ იმყოფებით პრემენოპაუზის პერიოდში;
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
  • თუ თქვენ გაქვთ ცნობილი დარღვევები ან დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციებზე;
  • თუ თქვენ ღებულობთ ტამოქსიფენს ან პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ესტროგენს, მაგ., ჰორმონშემცველ თერაპიას.

Axastrol არ უნდა მიიღონ ბავშვებმა.

Axastrol -ის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები;
  • თუ გქონდათ ან გაწუხებთ რაიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ძვლების სიმაგრეზე;
  • თუ თქვენ ღებულობთ მალუთეინეზებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორის ანალოგებს (პრეპარატები, რომლებიც მიიღება სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, გარკვეული გინეკოლოგიური მდგომარეობების და უნაყოფობის სამკურნალოდ), რადგან არ არსებობს ანასტრაზოლისა და ამ პრეპარატების ერთდროული მიღების შესახებ მონაცემები.

სხვა პრეპარატების მიღება
შეატყობინეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობდით ბოლო დროს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
ტამოქსიფენი და/ან ესტროგენშემცველი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ Axastrolთან კომბინაციაში.

Axastrol -ის მიღება საჭმელთან ერთად
Axastrol – ის მიღება შეიძლება საჭმლის წინ, საჭმლის დროს ან მის შემდეგ; თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი ასევე საჭმლის მიღების მიუხედავად. ტაბლეტს ყლაპავენ წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
არ მიიღოთ Axastrol, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
ნაკლებ სავარაუდოა, რომ Axastrolარახელსაყრელად იმოქმედებს თქვენს ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე. მაგრამ, შესაძლებელია, თქვენ ჰქონდეთ სისუსტე და ძილიანობა. Aამ შემთხვევაში თავი შეიკავეთ ტრანსპორტის მართვასა და მექანიზმების მომსახურებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია Axastrol -ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე
Axastrol შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის სახეობის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტირება გაიარეთ ექიმთან.

3. როგორ მივიღოთ Axastrol

ყოველთვის გამოიყენეთ Aხასტროლ ექიმის დანიშნულებით. შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილისათვის ერთი ტაბლეტი დღეში.
გადაყლაპეთ ტაბლეტი წყლის დაყოლებით.
თუ მიიღეთAxastrol დანიშნულზე მეტი
თუ თქვენ მიიღეთ Axastrol მეტი, ვიდრე დანიშნულია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების სამსახურს.
თუ დაგავიწყდათ Axastrol ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, რომ შეანაცვლოთ დავიწყებული ტაბლეტი. ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
თუ შეწყვიტეთ Axastrol-ის მიღება
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, Axastrolმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება. შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირად (გაჩენის სიხშირე 1-ზე მეტი 10 ადამიანიდან):

  • სისხლის მოქცევები.

ხშირად (გაჩენის სიხშირე 1-ზე ნაკლები 10 ადამიანიდან, მაგრამ 1-ზე მეტი1 00 ადამიანიდან):

  • სისუსტის შეგრძნება
  • ტკივილი და გაშეშება სახსრებში;
  • ვაგინალური სიმშრალე;
  • თმის ცვენა;
  • გამონაყარი;
  • გულისრევა;
  • ფაღარათი;
  • თავის ტკივილი.

იშვიათად (გაჩენის სიხშირე 1-ზე ნაკლები 100 ადამიანიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 1 000 ადამიანიდან):

  • ვაგინალური სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ კვირეებში);
  • ანორექსია;
  • ცხიმების ან ე.წ. ლიპიდების მომატებული ან მაღალი დონე სისხლში;
  • ღებინება;
  • ძილიანობა.

ძალიან იშვიათად (გაჩენის სიხშირე 1-ზე ნაკლები 10 000 ადამიანიდან):

  • კანის განსაკუთრებით მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) დაზიანებებით, წყლულებით ან ბებერათი;
  • ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის (ანგიონევროტული შეშუპება) შეშუპებებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და/ან სუნთქვის გართულებები. ჭინჭრის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რელიეფური შეშუპება სხეულის ნებისმიერ არეში.

თუ თქვენ გიჩნდებათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში ან მითითებული მძიმედ ვლინდება, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. Axastrolის შენახვა
პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უჩინარ ადგილას.
არ მიიღოთ Axastrol შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ Der.lidzის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია ვარგისიანობის ვადაში მითითებული თვის უკანასკნელ დღემდე.
პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ფარმაცევტთან დაინტერესდით პრეპარატის არასაჭირო ნარჩენების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია

რას შეიცავს Axastrol

  • აქტიური ნივთიერება ანასტროზოლი (Anastrozolum).
  • 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.

სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტიპი A; უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (E 572), ტალკი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა 5cp (E464), მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი.
Axastrolტაბლეტების გარეგნული შესახედაობა და შეფუთვა
თეთრი, მრგვალი შემოგარსული ტაბლეტები დაახლოებით 6,6 მმ დიამეტრით.
10 ან 14 ტაბლეტი ბლისტერში.
შეფუთვაში 20, 28, 30, 50, 84, 98, 100 ან 300 ტაბლეტი.
შეფუთვის ყველა სახეობა შეიძლება მიუწვდომელი იყოს ბაზარზე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს გრინდექსი . კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელ: 67083205; ფაქსი: 67083505
ელ-ფოსტა: grindeks@grindeks.lv
მწარმოებელი
შპს რემედიკა
ლიმასოლ ინდუსტრიალ ისტეიტ
ს.ყ. 51706
CY- 3508 ლიმასოლი
კვიპროსი
ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.