ავიტა, მედიკამენტები

დიუტაკსი/DIUTAKS

დიუტაკსი/DIUTAKS – საერთაშორისო დასახელება – Amiloride hydrochloride,Hydrochlorthiazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ამილორიდის ჰიდროქლორიდი 5 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, P.V.P.XL.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიუტაკსი® დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელშიც ჰიდროქლოროთიაზიდის ძლიერი ნატრიურეზული მოქმედება შერწყმულია ამილორიდის ჰიდროქლორიდიის კალიუმის შემნახველ თვისებებთან.
ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს თირკმლის მილაკებში ელექტროლიტების რეაბსორბციას, რის ხარჯზეც ძლიერდება ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის და მაგნიუმის იონების და აქედან გამომდინარე წყლის ექსკრეცია. შიგნით მიღების შემდეგ, თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 საათის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 4 საათში.
ამილორიდის ჰიდროქლორიდი ზომიერმოქმედი დიურეზული საშუალებაა, რომელიც ძირითადად მოქმედებს თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილზე. იგი აძლიერებს ნატრიუმის და ქლორის იონების გამოყოფას და ამცირებს კალიუმის იონების გამოყოფას, ანუ წარმოადგენს კალიუმის შემნახველ დიურეზულს. შიგნით მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 საათის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 6 საათში.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია
  • კარდიული გენეზის შეშუპება
  • ღვიძლის ციროზი ასციტით და შეშუპებით
  • პაციენტებში რომლებიც ხანგრძლივად იტარებენ დიურეზულ თერაპიას (ჰიპოკალემიისგან ან კალიუმის ჭარბი რაოდენობის კარგვისგან დასაცავად)
  • ჰიპერტენზიის დროს, როდესაც აუცილებელია კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნება, მაგალითად: პაციენტები რომლებიც ღებულობენ სათითურას პრეპარატებს, პაციენტები არითმიით.

უკუჩვენებები:

  • ჰიპოკალიემია (5,5 მე/ლ)
  • კალიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება
  • თირკმლის ფუნქციების დარღვევა
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
  • ორსულობა (თუმცა ტერატოგენული მოქმედება არ დაფიქსირებულა)

გაფრთხილება:
საჭიროა სიფრთხილე,პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობით, დიაბეტით, რესპირატორული და მეტაბოლური აციდოზით.

გვერდითი ეფექტები:
დიუტაკსს ახასიათებს კარგი ამტანობა. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, ღებინების, მეტეორიზმის და კანზე გამონაყარის სახით.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტიდღეში ერთხელ, ან გაყოფილი ორ მიღებაზე.

გამოშვების ფორმა: დიუტაკსი® ტაბლეტები #10

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15°-30°C ტემპერატურაზე

შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: რეცეპტით
მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co. S.A.E., El-Obour City, Cairo, Egypt. Amoun Pharmaceutical Co. S.A.E., El-Obour City, Cairo, Egypt.