ეი-ბი-სი, მედიკამენტები

ქლიავის წვეთები

ქლიავის წვეთებიქლიავის წვეთები – საკვები დანამატი: მცენარეების ექსტრაქტის, შავი ქლიავის წვენის და ინულინის ნარევი

შემადგენლობა:

  • სინამაქის, ხეჭრელის, ვარდკაჭაჭას, ალოეს ექსტრაქტი
  • ინულინი
  • შავი ქლიავის ფხვნილი, თამარჰინდის და ძირტკბილას ბუნებრივი ექსტრაქტი

სინამაქი, ხეჭრელი, შავი ქლიავი, თამარჰინდი, ძირტკბილა და ინულინი:

სინამაქის დახეჭრელის ექსტრაქტების მოქმედება სინერგიულია, ხელს უწყობენ ექსკრემენტის სწრაფად გადასვლას წვრილი ნაწლავებიდან და აუმჯობესებენ ფეკალური მასების ევაკუაციას. გლიკოზიდები სინამაქის მთავარი კომპონენტებია და მათი აგლიკონები მიეკუთვნებიან ანტრაქინონების წარმოებულების ჯგუფს.

პერორალური მიღებისას ანტრაქინონებთან შეკავშირებული გლიკოზიდები კუჭიდან და წვრილი ნაწლავებიდან შეუცვლელი სახით გადადიან მსხვილ ნაწლავში, სადაც გლიკოზიდებიდან ხდება შაქრის გამოთავისუფლება, ხოლო დარჩენილი ნივთიერება ნაწლავური ფლორის მეშვეობით მეტაბოლიზდება რეინ-ანთრონად, რომელსაც გააჩნია ლაქსატივური მოქმედება. მიღებული ნივთიერება თითქმის არ შეიწოვება, ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და სეკრეციას.

ხეჭრელი ზემოქმედებას ახდენს მსხვილ ნაწლავზე, ასტიმულირებს მის შეკუმშვას და ხელს უწყობს ევაკუაციას. ინულინი ხსნადი ბოჭკოა და მისი მონელება არ ხდენა წვრილ ნაწლავში. ინულინი ხელს უწყობს მონელების პროცესს,ამცირებს აირების წარმოქმნას ნაწლავებში, ზრდის ბიფიდობაქტერიების რაოდენობას და ამცირებს პათოგენური ბაქტერიების რაოდენობას. შავი ქლიავის წვენი ხელს უწყობს ფეკალური მასების გაპოხვას და თავისუფალ გადაადგილებას ნაწლავის სანათურში, ზრდის წყლის შემცველობას ფეკალურ მასებში და არბილებს მასას.

ალოე აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას და ზდის წყლის შემცველობას ნაწლავის სანათურში, რაც განაპირობებს რბილი განავლის ხშირ ევაკუაციას. შავი ქლიავი და თამარჰინდი ხელს უწყობენ ფეკალური მასების გაპოხვას და თავისუფალ გადადგილებას ნაწლავის სანათურში, ზრდიან წყლის შემცველობას ფეკალურ მასებში და არბილებენ მასას.

ძირტკბილასგააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და უზრუნველყოფს მონელების პროცესის გაუმჯობესებას.

ჩვენებები:
სპორადული, მსუბუქი, ქრონიკული შეკრულობის მკურნალობა. ქლიავის წვეთები შეიცავს ყველა იმკომპონენტს, რაც აუცილებელია ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

შეფუთვა: 25 მლ ხსნარი ბოთლში და საწვეთური.

გამოყენების წესი: რეკომენდებული დოზა:30-50 წვეთი გახსნილი ერთ ჭიქა წყალში. ქრონიკული შეკრულობის დროს რეკომენდებული დოზა:50 წვეთი გახსნილი ერთ ჭიქა წყალში.
ანტრაქინონების შემცველი პროდუქტები არ გამოიყენება მიყოლებით 10 დღეზე დიდხანს. ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად სასურველია სითხის ( (ბუნებრივი წყალი) ჭარბად მიღება კვებათა შორის ინტერვალში, უმჯობესია საღამოს დაწოლამდე.

გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას.

განსაკუთრებული მითითება: შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. არ ინიშნება ორსულობის დროს. საკვები დანამატები არ გამოიყენება როგორც დიეტური საშუალება.

ანტრაქინონების შემცველი პროდუქტები არ გამოიყენება მიყოლებით 10 დღეზე დიდხანს.

მწარმოებელი: NOVAARGENTIA -იტალია.