8 რჩევა, რომელიც წონაში აუცილებლად დაგაკლებინებთ
თუ გსურთ წონაში დაიკლოთ, აუცილებლად დაიცავით დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული რჩევები, რომელიც პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო და შემდეგ გასახდომად.
რჩევა პირველი:
თქვენი ორი საყვარელი ტკბილი სასმელი შეცვალეთ (გაზიანი, ჩაი, წვენი) 2 ჭიქა მინერალური ან ჩვეულებრივი წყლით.
წყალი საჭიროა საჭმლის მოსანელებლად და იცავს ორგანიზმის თერმორეგულაციას, ჭამთ ცოტას, მაგრამ ივსებით ენერგიით.
რჩევა მეორე:
ჩვეულებრივი საუზმე შეცვალეთ ულუფა მიუსლით, გამოტოვეთ მეორე საუზმე, რითაც 15%-ით შეაფერხებთ მეტაბოლიზმს; უჯრედისებით მდიდარი ბურღულეულის ფაფებს ორგანიზმი ნელა ითვისებს, ე.ი. დიდხანს არ გშივდებათ, შედეგად, სადილსაც გვიან შეექცევით და ტკბილიც აღარ მოგინდებათ.
რჩევა მესამე:
თავი შეიკავეთ ტელევიზორთან ჭამისაგან და თავის დროზე დაიძინეთ (აუცილებელია 8 საათი ძილი); რაც უფრო დაღლილი ხართ, მით მეტ დოპინგს ითხოვს ორგანიზმი. ასე რომ, ტელევიზორის ყურებისას “ღორმუცელობა” თქვენი ფიგურისთვის სასიკეთო არ იქნება.
რჩევა მეოთხე:
მზესუმზირის ზეთის მაგიერ იხმარეთ ზეითუნის ზეთი, რომელშიც ბევრი “კარგი” ქოლესტერინია და ნაკლები – “ცუდი”.
რჩევა მეხუთე:
ყავის მაგივრად დალიეთ მწვანე ჩაი. სხვათა შორის, მწვანე ჩაიში კოფეინი უფრო მეტია, ვიდრე ყავაში, ანტიოქსიდანტები კი 2-ჯერ მეტი, ვიდრე ორ ულუფა ახალ ბოსტნეულში.
რჩევა მეექვსე:
თეთრი პურის ნაცვლად ჭამეთ დაღერღილი ხორბლის პური, რადგან თეთრი პურის ნახშირწყლები ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც შაქარი, ხორბლის პური კი მდიდარია უჯრედისებით და სწრაფად ანაყრებს.
რჩევა მეშვიდე:
ნასადილევს ყავის დალევის ნაცვლად, 15 წუთი ისეირნეთ, რა თქმა უნდა, ეს “გემრიელი” არ არის, მაგრამ ძალიან წაადგება თქვენს ფიგურას, დაბრუნებისას მიირთვით ნებისმიერი ხილი.
რჩევა მერვე:
ხორცის ნაცვლად მიირთვით პარკოსნები, რომლებიც შეიცავენ 2-ჯერ მეტ სასარგებლო მცენარეულ უჯრედისებს და 3-ჯერ ნაკლებ კალორიას.
ალბათ, ამ რჩევებიდან თქვენთვის ზოგიერთი ნაცნობია და რამდენიმე მათგანს შესაძლოა იცავთ კიდეც, მაგრამ თუკი რვავე რჩევას ერთად შეასრულებთ, დაგვიჯერეთ არ ინანებთ.