ნუნისი
ნუნისი ელიტარული მთიანი კურორტია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, ზემო იმერეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 720-760 კმ-ზე.
იგი განთქმულია ისტორიული ღირსშესანისნაობებითა და ბუნაბრივად თბილი მინერალური გოგირდოვანი წყლით.
ნუნისის წყალს თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი აბაზანები ცნობილია, როგორც შეუცვლელი საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების, საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.
ჯანმრთელი კანის შემთხვევაში მიიღწევა კანის ხარისხის აშკარა გაუმჯობესება და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
ნუნისი მინერალური წყლის მკურნალობის ჩვენებებს წარმოადგენს:
- ფსორიაზი,
- ეგზემა,
- ნეიროდერმიტი,
- სებორიული დერმატიტის,
- ქრონიკული ჭინჭრის ციება,
- წითელი ბრტყელი ლაქები,
- ნერვოზები,
- პერიფერიული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია).