5 მავნე პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში სასარგებლოა
კარტოფილი, შოკოლადი, ტკბილი ხილი, არაქისის კარაქი, სოუსები – ცნობილია, როგორც ერთ-ერთი არასასარგებლო და არაჯანსაღი პროდუქტები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათში უფრო მეტი პლუსებია, ვიდრე მინუსები, ისინი არც ისე მავნე და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
კარტოფილი
დიახ, ზუსტად კარტოფილი. ამ პროდუქტის კალორიულობის მიუხედავად, ის შეიცავს, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს – К, Са, Мg, Zn, Fe, Cu, I, Se და სხვ. ეს ბოსტნეული მდიდარია ბოჭკოვანი ნივთიერებებით, B, C, PP ვიტამინების ჯგუფებითა და ფოლიუმის მჟავით, რაც განსაკუთრებით აუცილებელია ორსული ქალებისთვის.
კარტოფილი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
ერთადერთი შენიშვნა – საჭიროა კარტოფილის სწორად მიღება, რათა სახამებლის მავნე გავლენა აიცილოთ თავიდან – კარტოფილი მიიღეთ კანიანად გამომცხვარი ან მოხარშული სახით.
მკვებავი ნივთიერებების უმეტესი ნაწილი სწორედ ბოსტნეულის კანის ქვეშ იყირს თავს, რაც სამწუხაროდ პიურეს სახით მომზადებულ ან შემწვარ კარტოფილში გამორიცხულია. მიიღეთ კარტოფილი მომზადებიდან მალევე, რადგან მეორე დღისთვის მასში უკვე ბევრი სახამებელი გროვდება.
სალათების სოუსები
დაივიწყეთ მარკეტში ნაყიდი მაიონეზი, რადგან შეგიძლიათ გემრიელი სოუსი თავადაც მოამზადოთ.
მაგალითად, არსებობს ქეშიუთი დამზადებული მაიონეზის მარტივი რეცეპტი, რომელიც ჩვეულებრივი ნაყიდი მაიონეზის გემოსგან ბევრად განსხვავდება:
200 გრამი ქეშიუ, 250 წყალი, ½ სტაფილო, მარილი, მდოგვი და ½ ლიმონის წვენი უბრალოდ დააბლენდერეთ.
სახლში დამზადებული ეს გემრიელი სოუსი შეგიძლიათ სალათებში გამოიყენოთ ან უბრალოდ პურზე გადაუსვათ და ისე მიირთვათ. ასევე, სალათებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ სოიოს სოუსი სეზამის მარცვლებითა და ლიმონის წვენით. გარდა ამისა, სალათებზე უბრალოდ არარაფინირებული, მცენარეული ზეთიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
შოკოლადი
თეობრომინები (ორგანული ნაერთი), რომელსაც შოკოლადი (კაკაო) შეიცავს, ნერვიულ სისტემას ასტიმულირებს. ცნობილია, რომ მწარე შოკოლადი სასარგებლოა. მის შემადგენლობაში არ შედის შაქარი, კაკაოს წილი კი 90%-ს შეადგენს. ასეთი პროდუქტები შეიცავს ფლავანოიდებს (სასარგებლო ანტიოქსიდანტებს). მწარე შოკოლადი ასევე არეგულირებს არტერიულ წნევას და სასარგებლოა მოციმციმე არითმიის პროფილაქტიკისათვის.
არაქისის კარაქი
არაქისის კარაქში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ არა მაღაზიის, არამედ თქვენს მიერ მომზადებულ კარაქს, რომელიც ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა.
რეცეპტი მარტივია: მოხალულ არაქისს, თაფლსა და მარილს დავამატოთ წყალი და დავაბლენდეროთ. ეს ცილოვანი, პროტეინებით სავსე მასა თავისუფლად შეგიძლიათ გადაუსვათ ტოსტს და იკვებოთ ჯანსაღად. არაქისი მიეკუთვნება პარკოსნებს, რომელიც ცილებით არის გაჯერებული.
ტკბილი ხილი
ამ კალორიული ტკბილეულის ჭამა აკრძალული არ არის. ბანანიც, ყურძენიც და ფინიკიც თავისუფლად შეგიძლიათ იქონიოთ რაციონში. თუმცა, აუცილებლია ერთი წესის დაცვა – ეს უნდა იყოს ერთჯერადად მიღებული, მაშინ სისხლიდან შაქარი (უსაფრთხო ბუნებრივი ფრუკტოზა) პირდაპირ ხვდება უჯრედში და არ „იმოგზაურებს“ სისხლში. ხილი მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებით და ბუნებრივი წყლით, რომელიც ენერგიას და ძალას მატებს.