ჯანმრთელი კვება

ვიტამინების სიჭარბე საშიშია

ვიტამინების სიჭარბეყველა აუცილებელი ვიტამინის მიღება ხილ-ბოსტნეულიდან შეიძლება. თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია. აგრეთვე უნდა ვიცოდეთ, რა და რამდენი მივირთვათ. იმან, რომ ზაფხულია და ირგვლივ უამრავი ხილ-ბოსტნეულია, არ უნდა გვაცდუნოს.

ამასთან, ხილ-ბოსტნეული შეიძლება ძირითადად მხოლოდ ორი ვიტამინის საიმედო წყარო იყოს:

ასკორბინის (ვიტამინი C) და ფოლიუმის მჟავასი, აგრეთვე კაროტინის, ოღონდ – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხმარებული ხილი და ბოსტნეული საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრი იქნება. C ვიტამინი 100 გრამ ვაშლის წვენში სულ 2 მილიგრამია. ამ წვენით აღნიშნული ვიტამინის დღიური ნორმა რომ მივიღოთ, დღეში არანაკლებ 15 ჭიქა უნდა დავლიოთ.

რაც შეეხება B ჯგუფის, აგრეთვე ცხიმის დამდნობ A, E და D ვიტამინებს, მათი ძირითადი წყარო არა ბოსტნეული, არამედ ისეთი პროდუქტებია, როგორიცაა: ხორცი, ღვიძლი, თირკმელი, კვერცხი, რძე, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, მარცვლოვნები, ბურღულეული, თანაც ისეთი რაოდენობით, რა რაოდენობით მიღებასაც მიჩვეული არ ვართ.

ვიტამინები მხოლოდ ავადმყოფებს სჭირდებათ?

ნებისმიერი წამალი, სხვადასხვა შეზღუდვა, ნერვული განცდები და სტრესი ვიტამინებით შიმშილს აღრმავებს, ამიტომ პოლივიტამინებისა და გამდიდრებული პროდუქტების რეგულარული მიღება ყველასთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით – ბავშვებისთვის, სტუდენტებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნერვულ-ფსიქოლოგიური ან მაღალი ფიზიკური დატვირთვები აქვს, ამგვარი პროდუქტები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასაკოვანი ადამიანებისთვის.

ვიტამინების სიჭარბე უფრო საშიშია, ვიდრე დეფიციტი

მართლაც A და D ვიტამინების ისეთმა დოზამ, რომელიც ფიზიოლოგიურ მოთხოვნას ათჯერ და ასჯერ აღემატება, შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, ასეთი დიდი დოზები სამკურნალო პრაქტიკაშიც კი იშვიათად გამოიყენება. რაც შეეხება წყალში ხსნად ვიტამინებს, ისინი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან და მხოლოდ ძალიან დიდი დოზით მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არასპეციფიკური რეაქციები კუჭ-ნაწლავის მოშლის, ჭინჭრის ციების ან სხვა სიმპტომების სახით, რაც პრეპარატის შეცვლის შემდეგ სწრაფად ქრება.

ნუ შეგეშინდებათ პოლივიტამინებისა და გამდიდრებული პროდუქტების, მათი რეგულარული მიღება სიჭარბეს არ ქმნის. პირიქით, მხოლოდ დეფიციტს ავსებს, ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, განწყობასა და შრომისუნარიანობას აუმჯობესებს და დღეგრძელობას უწყობს ხელს.