დიეტა, სასარგებლო რჩევები

8 რჩევა, რომელიც წონაში აუცილებლად დაგაკლებინებთ

8 რჩევა, რომელიც წონაში აუცილებლად დაგაკლებინებთთუ გსურთ წონაში დაიკლოთ, აუცილებლად დაიცავით დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული რჩევები, რომელიც პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო და შემდეგ გასახდომად.

რჩევა პირველი:

თქვენი ორი საყვარელი ტკბილი სასმელი შეცვალეთ (გაზიანი, ჩაი, წვენი) 2 ჭიქა მინერალური ან ჩვეულებრივი წყლით.

წყალი საჭიროა საჭმლის მოსანელებლად და იცავს ორგანიზმის თერმორეგულაციას, ჭამთ ცოტას, მაგრამ ივსებით ენერგიით.

რჩევა მეორე:

ჩვეულებრივი საუზმე შეცვალეთ ულუფა მიუსლით, გამოტოვეთ მეორე საუზმე, რითაც 15%-ით შეაფერხებთ მეტაბოლიზმს; უჯრედისებით მდიდარი ბურღულეულის ფაფებს ორგანიზმი ნელა ითვისებს, ე.ი. დიდხანს არ გშივდებათ, შედეგად, სადილსაც გვიან შეექცევით და ტკბილიც აღარ მოგინდებათ.

რჩევა მესამე:

თავი შეიკავეთ ტელევიზორთან ჭამისაგან და თავის დროზე დაიძინეთ (აუცილებელია 8 საათი ძილი); რაც უფრო დაღლილი ხართ, მით მეტ დოპინგს ითხოვს ორგანიზმი. ასე რომ, ტელევიზორის ყურებისას “ღორმუცელობა” თქვენი ფიგურისთვის სასიკეთო არ იქნება.

რჩევა მეოთხე:

მზესუმზირის ზეთის მაგიერ იხმარეთ ზეითუნის ზეთი, რომელშიც ბევრი “კარგი” ქოლესტერინია და ნაკლები – “ცუდი”.

რჩევა მეხუთე:

ყავის მაგივრად დალიეთ მწვანე ჩაი. სხვათა შორის, მწვანე ჩაიში კოფეინი უფრო მეტია, ვიდრე ყავაში, ანტიოქსიდანტები კი 2-ჯერ მეტი, ვიდრე ორ ულუფა ახალ ბოსტნეულში.

რჩევა მეექვსე:

თეთრი პურის ნაცვლად ჭამეთ დაღერღილი ხორბლის პური, რადგან თეთრი პურის ნახშირწყლები ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც შაქარი, ხორბლის პური კი მდიდარია უჯრედისებით და სწრაფად ანაყრებს.

რჩევა მეშვიდე:

ნასადილევს ყავის დალევის ნაცვლად, 15 წუთი ისეირნეთ, რა თქმა უნდა, ეს “გემრიელი” არ არის, მაგრამ ძალიან წაადგება თქვენს ფიგურას, დაბრუნებისას მიირთვით ნებისმიერი ხილი.

რჩევა მერვე:

ხორცის ნაცვლად მიირთვით პარკოსნები, რომლებიც შეიცავენ 2-ჯერ მეტ სასარგებლო მცენარეულ უჯრედისებს და 3-ჯერ ნაკლებ კალორიას.

 

ალბათ, ამ რჩევებიდან თქვენთვის ზოგიერთი ნაცნობია და რამდენიმე მათგანს შესაძლოა იცავთ კიდეც, მაგრამ თუკი რვავე რჩევას ერთად შეასრულებთ, დაგვიჯერეთ არ ინანებთ.