ჯანმრთელი კვება

წიწიბურა როგორც მკურნალი

https://lh5.googleusercontent.com/-NEPt96QDgaE/Tx7BULGqyiI/AAAAAAAAA-o/I5HXLDaU4uQ/s649/article.jpgამ კულტურის მოყვანა პირველად ინდოეთში 4ათასი წლის წინ დაიწყეს. მაშინ წიწიბურას შავ ბრინჯს უწოდებდნენ, ხოლო როდესაც სხვა ქვეყნებში გავრცელდა, შავ ხორბლად მონათლეს.

თავდაპირველად ამ ბურღულს პლებეებისა და ღარიბების საჭმელად მიიჩნევდნენ. არისტოკრატები მას არ მიირთმევდნენ. ბრინჯისგან განსხვავებით, ეს „შავი ფაფა“ მათი ფაქიზი კუჭისთვის უღირსი იყო.

უკვე მეოცე საუკუნიდან მას „ბურღულეულის დედოფალს“ უწოდებდნენ, რადგან წიწიბურას ფაფა ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლოა. მასში არის უცვლელი მცენარეული ცილები. სხვათაშორის , წიწიბურა მარცვლეულ შორის ჩემპიონია B ჯგუფის ვიტამინების შემცვლელობით, რომლებიც სტრესსა და უძილობას უსწორდებიან, ამავდროულად კანის, თმისა და ფრჩხილების კარგ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან. წიწიბურაში უხვადაა მიკროელემენტები: რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და სხვა ბევრი მინერალური ნივთიერება. ექიმები წიწიბურას აფასებენ მასში რუტინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო. ეს ნივთიერება სისხლძარღვების კედლებს ამკვრივებს, სისხლდენას აჩერებს, ვენებზე (მაგალითად: ვარიკოზული გაფართოებისა და ჰემოროის დროს) პროფილაქტიკური და სამკურნალო ზემოქმედება აქვს. შემაერთებელ ქსოვილებში რუტინი უწვრილეს სისხლძარღვებს ამაგრებს. ამიტომ წიწიბურას ფაფა მეტედ სასარგებლოა სისხლძარღვებისა და რევმატული დაავადებების , ასევე ართრიტების დროს. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს.

წიწიბურას ფაფა ხელსუწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის, შლაკებისა და მძიმე ლითონების იონების გამოდევნას.

დიეტოლოგები შაქრიანი დიაბეტით, ანემიით და ჭარბი წონით დაავადებულებს ურჩევენ მენიუში წიწიბურა ჩართონ. ის შეუცვლელი პროდუქტია გულსისხლზარღვთა სისტემების, ღვიძლის ცუდათ მუშაობის დროს. ეს ბურღული ხელსუწყობს მხედველობის სიმახვილესა და ტვინში სისხლის მიმოქცევას. მოკლედ წიწიბურა ნამდვილი ბუნებრივი აფთიაქია.
ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, რეზინის ხალიჩაზე წიწიბურას მარცვლები მოაბნიეთ და დღეში რამდენიმე წუთი მასზე ფეხშიშველა იარეთ. როგორც ცნობილია, ფეხის გულებზე მრავალი აქტიური წერტილია თავმოყრილი, რომლებზეც ზემოქმედება შინაგანი ორგანოების მუშაობას აწესრიგებს. წიწიბურას წამახული ფორმის მარცვლები ასეთი წერტილების შესანიშნავი მასაჟისტია.

წიწიბურამ ყველა თავისი სასარგებლო თვისება, რომ შეინარჩუნოს, საჭიროა სწორად მომზადდეს. სანამ ფაფას მოხარშავთ, ბურღული წყალში არ დაალბოთ. ასეთი მანიპულაციის შემდეგ სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება. ქვაბში იმდენი წყალი ჩაუშვით რომ მარცვლები დაიფაროს.