ცეფანორმი/Cefanorm® hard capsules
ცეფანორმი/Cefanorm® hard capsules – ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰიპერპროლაქტინემიური საშუალება
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი: ყოველი კაფსულა შეიცავს: უმანკო ხის (Chaste tree) ნაყოფის მშრალ ექსტრაქტს (7-13:1) 4 მგ, რაც შეესაბამება მცენარეული წამლის 40 მგ-ს.
ექსტრაქტის გამხსნელი: ეთანოლი 60% (მ/მ)
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზას სიროფი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (დოდეცილსულფატი), ტიტანის დიოქსიდი (E 171), გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური ეფექტები:
ცეფანორმის უმანკო ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ. ლაქტოგენური უჯრედების dofaminur-2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციასა და აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციასა და მენსტრუალურ ციკლს.
ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე, ანუ რეგულაცია დამოკიდებულია საწყის მდგომარეობაზე და პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევაში სეკრეცია მატულობს, მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში კი მისი გამოყოფა ინჰიბირდება.
ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრემენსტრუალური ჩივილების, მასტოდინია.
უკუჩვენებები:
უმანკო ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოფიზის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება:
არასაკმარისი კვლევების გამო, ცეფანორმ®-ის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს დაუშვებელია.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ურტიკარული ეგზანთემა. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
წამლებთან ურთიერთქმედება:
დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ორივე პრეპარატის ეფექტის შესუსტება.
დოზირება, მკურნალობის ხასიათი და ხანგრძლივობა:
მოზრდილებში 1 კაფსულა ყოველდღიურად (შეესაბამება მცენარეული პრეპარატის 40მგ-ს) სითხესთან ერთად დღის ერთსა და იმავე დროს. ცეფანორმ®-ის მიღება ხდება 3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
კომერციული ფორმა: ცეფანორმ®-ის კაფსულები № 30 ბლისტერებში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვარგისობის ვადა: 5 წელი
წარმოებულია Cefak KG-sTvis Ursapharm arzneimittel GmbH& Co, KG, Industriestr.,
D-66129ზაარბრუკენი/გერმანია-ს მიერ
წარმომადგენელი საქართველოში: შპს ავიტა , თბილისი/საქართველო