დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზიტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც ვაგინიტის (საშოს ანთება) ყველაზე ხშირი მიზეზია.

ტრიქომონიაზს იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი, ტრიქომონა ვაგინალისი (Trichomonas vaginalis), ის მექანიკურად აზიანებს მასპინძლის უჯრედებს და შემდეგ „ყლაპავს“ დაზიანებული უჯრედების ფრაგმენტებს.

სიმპტომები: ქალებში- ტრიქომონიაზი იწვევს ცერვიციტს(საშვილოსნოს ყერლის ანთება), ურეთრიტს(შარდსადენის ანთება, ვაგინიტს (საშოს ანთება) რომელიც იწვევს წვის და ქავილის შეგრძნებას საშოში. დისკომფორტის განცდა შეიძლება იზრდებოდეს მოშარდვისას, და სექსუალური აქტისას. ტრიქომონიაზს, ზოგჯერ ახასიათებს მომწვანო-მოყვითალო ფერის გამონადენი, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს. იშვიათ შემთხვევაში მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი. სიმპტომები როგორც წესი აღმოცენდება ინფიცირებიდან 5-28 დღის განმავლობაში მაშინ როცა მამაკაცებში რამოდენიმე წელი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ტრიქომონით ინფიცირების პროცესი. ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებს ნაწილს არ აღენიშნება ნაწილში აღინიშნება მსუბუქი ან საშუალო დონის წვა პენისის შიგნით, ტკივილი და წვის შეგრძნება მოშარდვისას და ეაკულაციის დროს.

დიაგნოზი

მისი დიაგნოსტირება ხდება ნაცხის ანალიზით, რომელსაც აკვირდებიან მიკროსკოპით. გასინჯვის შედეგად ზოგჯერ საშოს კედლებზე აღინიშნება მოწითალო დაწყლულებული ადგილები.მიზეზები და რისკ ფაქტორები — ტრიქომონიაზი ვრცელდება მხოლოდ სექსუალური კონტაქტით და მას ადამიანის გარდა სხვა რეზერვუარი არ ჰყავს, საერთო აბაზანა-ტუალეტის ხმარებით პირსახოცით და ა.შ. ტრიქომონიაზი არ გადადის!

მკურნალობა

ხდება მეტრონიდაზოლით, ეს პრეპარატი გამოიყენება, როგორც არა ორსულ, ასევე ორსულ ქალებში. თუმცა ამ უკანასკნელში მკურნალობა საფრთხილოა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

ტრიქომონიაზის მკურნალობისას, აუცილებელია სექსუალური პარტნიორის მკურნალობაც. მკურნალობა საშუალოდ 14 დღე გრძელდება.
პრევენცია ხდება კონდომის გამოყენებით და მონოგამური კავშირებით.

ტრიქომონიის გართულებებია:

  • აივ ინფექციის მიმღებლობის მაღალი რისკი
  • ორსულობის შემთხვევაში, ნაადრევი მშობიარობა
  • ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს(ქალებში).
  • ზრდის პროსტატის კიბოს რისკს(მამაკაცებში).