ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზი არის ინფექციური ანთებითი დაავადება, რომელიც უმეტესად შარდ-სასქესო ორგანოებს აზიანებს. მისი გამომწვევია პროტოზოას ტიპის შოლტოსნების კლასის პარაზიტი — ტრიქომონადა (trichomonas vaginalis).
არსებობს ნაწლავების და პირის ღრუს ტრიქომონადა. როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში დაავადებას იწვევს საშოს ტრიქომონადა.
ტრიქომონადა საშოში ხვდება სქესობრივი კავშირის დროს სპერმასთან ერთად, ასევე უსუფთაო თეთრეულისა და დაბინძურებული წყლის გამოყენების შედეგად.
ტრიქომონიაზის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-4 დღიდან 2-3 კვირამდე და მეტიც.
ქალის შარდ-სასქესო ორგანოებში მოხვედრილი ტრიქომონადები ყოველთვის არ იწვევს დაავადებას. ზოგჯერ სრულიად ჯანმრთელი ქალის საშოშიც ნახულობენ ტრიქომონადებს.
ქალებში მწვავე ტრიქომონადული კოლპიტის განვითარებას ხელს უწყობს გარკვეული პირობები:
- საშოს ფლორის შეცვლა;
- მჟავობის დაქვეითება;
- საშოდან სისხლიანი გამონადენი;
- სასქესო ორგანოების მდებარეობის შეცვლა;
- ორსულობა;
- ორგანიზმის ზოგადი დაავადება.
ამ პირობებში ტრიქომონადა შთანთქავს გლიკოგენს და საშოს ფლორას აუარესებს.
არსებობს დაავადების ახალი და ქრონიკული ფორმები, თითოეული მათგანი შესაძლოა მიმდინარეობდეს ობიექტური კლინიკური გამოვლინებებით ანდა უსიმპტომოდ.
ქალებში ტრიქომონიაზისთვის დამახასიათებელია:
- წვა;
- ქავილი;
- ტკივილი;
- საშოს ჰიპერემია და ეპითელიუმის მაცერაცია;
- ჩირქოვან-ქაფიანი გამონადენი საშვილოსნოდან.
მამაკაცებში დაავადება მიმდინარეობს შემდეგი კლინიკური ნიშნებით:
- წვა;
- ქავილი;
- ტკივილი;
- ჩირქოვან-ქაფიანი გამონადენი შარდსადინარიდან.
გონორეის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:
- ანამნეზი;
- ობიექტური გამოკვლევა;
- ლაბორატორიული გამოკვლევა (მიკროსკოპიული და სეროლოგიური).
მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ორივე პართნიორთან ერთდროულად.